ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2014


***

სულში შემოპარულ გაზაფხულებს,
სურვილმოუთოკავ ემოციას
იქვე სამყაროსთან დასაბამში
ვყიდი ვერცხლებიან შეცოდებად.
მოსჩანს შორიახლოს გადარჩენა,
კვირტებდამსკდარია არემარე,
ვნების მოძალებით, რომ იციან
ისე უადგილოდ მომენატრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები