დაგთმე..........
დაგთმე...და წავედი... კარებიც ჩავრაზე... აწმყოს ჩაჰბარდა ქვითკირის კედელი... ავიღე ხავერდი, გავწმინდე სავაზნე, დავხურე დარაბა არგასახედელი... ლექსიდან წარვედი, დე, იყოს ვადამდე, მოკვდა... და გათავდა... სიტყვების მჭედელი, და თარზე გავები, ვამღერე მანამდე... საშენო ბალადა, ნუგეშისმცემელი. მე, ჩემგან განვედი... რას მეტყვით ამაზე, ამ სულმა გარანდა, სხვა სული წამებით, უფორმო თავებით, ღრუბელთა შარმმა მზე, დაფარა... დაგმანა და თუმც ვეწამები... იმ თარებს ავყვები მინორულ გამაზე მიწაზე დავუშვი, ფიქრები მტანჯველი, კვლავ დავსვი წამები ბოძებულ კალამზე. საათი, ცხოვრების, საწუთროს მხარჯველი, მოვკალი ქარები, დავახრჩვე ქალთამზე დავდუმდი და ხატებს არრას ვეაჯები ხიდს იქით გავედი შევეწვი წალამზე ავლაგმე, მაცდური, სულის ალქაჯები. ზღვის შხეფს შეგამსხვრიე და მთების ქარაფებს, დაგთმე...და ვიღიმი, უშენოდ წავედი, უკვდავგყავ, გემთხვიე და არ გთხოვ არაფერს. და სამუდამოდ წავედი... წავედი...
მანანა ტონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნუ მაწითლებ თამუნა))) ნუ მაწითლებ თამუნა)))
6. შეუდარებელი ხართ ქალბატონო მანანა :* შეუდარებელი ხართ ქალბატონო მანანა :*
5. გმადლობთ მუხა. გმადლობთ მუხა.
4. ძალიან ლამაზი. "ლეგენდა"-სავით ლექსია. ძალიან ლამაზი. "ლეგენდა"-სავით ლექსია.
3. ჰერელი გმადლობთ, გაიხარეთ!
არაჩვეულებრივო წევრო, წაბრძანდი, ვინ გაკავებს?))) ჰერელი გმადლობთ, გაიხარეთ!
არაჩვეულებრივო წევრო, წაბრძანდი, ვინ გაკავებს?)))
2. წავედი მეც
:) წავედი მეც
:)
1. "ღრუბელთა შარმმა მზე" – ეს ბოლო ორი სიტყვათა თანწყობა ძალიან ხელოვნური მეჩვენა. სარითმო წყვილად სხვა უფრო კარგი სიტყვაც გამოდგება, რაც გამოასწორებს მაგ ჩავარდნას..
მთლიანობაში ცუდი ლექსი არ არის.. ალაგ–ალაგ ჩატანებული შიდარითმებიც მომეწონა..
"ღრუბელთა შარმმა მზე" – ეს ბოლო ორი სიტყვათა თანწყობა ძალიან ხელოვნური მეჩვენა. სარითმო წყვილად სხვა უფრო კარგი სიტყვაც გამოდგება, რაც გამოასწორებს მაგ ჩავარდნას..
მთლიანობაში ცუდი ლექსი არ არის.. ალაგ–ალაგ ჩატანებული შიდარითმებიც მომეწონა..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|