ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2014


აული

წევს აული
მთის ფერდზე და
კაცებს ითვლის.

არც ომში ყოფნის - მეომრებად,
არც ლხინში - მაყრად,
არც ჭირში...
ჭირში...
ჭირმაც წაიღოს
ეს ყველაფერი, ეს მთაც,
ეს ხევიც,
ეს კოშკიც,
ეს გზაც -
(ასჯერ ჩამზვლეული,
ასჯერ ნაზვავარი,
ასჯერ ნადელგმარი...)
- თუა უკაცური.

წევს აული
მთის ფერდზე და
თითქოს წეკვას სწევს -
ისე ასდის
მილიდან ბოლი,
ბოლო სახლიც
იხურავს კარს და
მიდის ღმერთიც,
ჩემი ღმერთიც -
ღალატობს სოფელს.

წევს აული
მთის ფერდზე და
დღეებს ითვლის,
საცაა მოთოვს და
მთელ ხევში
არაა ღმერთი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები