რაღაც უცნაურად, მეც კი მიჭირს თავად, ავხსნა - როგორ? გულში შემეპარა "სვეტსკი", ერთი თბილისელი გოგო...
თქმაც კი ზედმეტია, ვფიქრობ, გამიათასმაგდა საქმე, წამში, ას ოცნებას ვიკრებ და ყველას მის სახელს ვარქმევ.
გედის კისერი აქვს გოგოს, გოგო კი არ დადის, ცურავს... იცით იღიმება როგორ? აი, ნაღდი-თბილისურად!..
გოგო სრულქმნილია ტანად, გოგო უნაკლოა ჭკუით, გოგომ გულში გაატანა ვაი დამმართა და ვუი...
ახლა საათია - ექვსი, უნდა დავასრულო აქ მე, რადგან გამიგრძელდა ლექსი, თან, თქვენი არც არის საქმე!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. სასიამოვნო ლექსია სასიამოვნო ლექსია
20. მშვენიალურია და რეალური, მსუბუქი იუმორით მშვენიალურია და რეალური, მსუბუქი იუმორით
19. მშვენიერი რამეა :დ
იუმორისტულში უკეთესი იქნებოდა
555 მშვენიერი რამეა :დ
იუმორისტულში უკეთესი იქნებოდა
555
18. სვეტსკიც კარგია და სოფლელიც, თუ ადამიანია. მთავარია ძალით გასვეტსკებული სოფლელი არ იყოს. აი ეგეთი მტრისას. :)) სვეტსკიც კარგია და სოფლელიც, თუ ადამიანია. მთავარია ძალით გასვეტსკებული სოფლელი არ იყოს. აი ეგეთი მტრისას. :))
17. რაც ბოლო დროს წამიკითხავს, ყველაზე გემრიელი ლექსია ეს :))) რაც ბოლო დროს წამიკითხავს, ყველაზე გემრიელი ლექსია ეს :)))
16. კომენტარს შემოვყევი :)) რაღაცნაირი ლექსია.... "ვაი დამმართა და ვუი..." ეს ზედმეტად სახალისოა :))
სიკეთე ყველას! კომენტარს შემოვყევი :)) რაღაცნაირი ლექსია.... "ვაი დამმართა და ვუი..." ეს ზედმეტად სახალისოა :))
სიკეთე ყველას!
15. :) დავტოვე ღიმილი...:-* :) დავტოვე ღიმილი...:-*
14. აჰაჰა, იოჰან, გავითვალისწინებ :))) აჰაჰა, იოჰან, გავითვალისწინებ :)))
13. +1 სახალისოა. :) +1 სახალისოა. :)
12. არ წააკითხო მეგობარო ეს ლექსი :) არ წააკითხო მეგობარო ეს ლექსი :)
11. :) იუმორისტულია ეს უფრო :) იუმორისტულია ეს უფრო
10. ულაპარაკოდ! :) ულაპარაკოდ! :)
9. დენისა ბოსი იყო მაგ თაობაში : ) დენისა ბოსი იყო მაგ თაობაში : )
8. მერაბ, დიდი მადლობა! შენ არც კი იცი როგორ გამახარე ბერგკამპის ხსენებით, მაგ თაობიდან ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონდა დენის ბერგკამპი, ყველასგან გამორჩეულად! ვაააჰ, აი ჩავუჯდები ახლა მის ვიდეოებს :) ლევან, დღლოფინიჩ გმადლობთ! :) მერაბ, დიდი მადლობა! შენ არც კი იცი როგორ გამახარე ბერგკამპის ხსენებით, მაგ თაობიდან ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონდა დენის ბერგკამპი, ყველასგან გამორჩეულად! ვაააჰ, აი ჩავუჯდები ახლა მის ვიდეოებს :) ლევან, დღლოფინიჩ გმადლობთ! :)
7. არასოდეს მეგონა თუ ოდესმე "სვეტსკ" გოგოზე დაწერილი ლექსი მომეწონებოდა, მაგრამ ქედს ვიხრი შენს წინაშე ჩემო ირაკლი. დენის ბერგკამპის ტექნიკაა აქ. 5 არასოდეს მეგონა თუ ოდესმე "სვეტსკ" გოგოზე დაწერილი ლექსი მომეწონებოდა, მაგრამ ქედს ვიხრი შენს წინაშე ჩემო ირაკლი. დენის ბერგკამპის ტექნიკაა აქ. 5
6. :)) ჯიგარი ხარ გავხალისდი :)) ჯიგარი ხარ გავხალისდი
5. ვერ მოვიხიბლე ამ ლექსით ვერ მოვიხიბლე ამ ლექსით
4. მომეწონა კარგია მოეწონება სვეტსკ გოგოსაც ! +++ მომეწონა კარგია მოეწონება სვეტსკ გოგოსაც ! +++
3. აი თბილისურად გამეღიმა, ფარული ირონიის დიდი დოზით. დროს ნუ დაკარგავ... აი თბილისურად გამეღიმა, ფარული ირონიის დიდი დოზით. დროს ნუ დაკარგავ...
2. :)) მესმის თქვენი და დაგეთანხმებოდით კიდეც, უბრალოდ აი ეს გოგო ამ სიტყვის პირდაპირი, ანუ რუსული და ქართული თავდაპირველი გაგებით "სვეტია" და თან ყველაფერი სერიოზულადაა :) :)) მესმის თქვენი და დაგეთანხმებოდით კიდეც, უბრალოდ აი ეს გოგო ამ სიტყვის პირდაპირი, ანუ რუსული და ქართული თავდაპირველი გაგებით "სვეტია" და თან ყველაფერი სერიოზულადაა :)
1. იუმორისტულში რომ დაგედოთ ამ "სვეტსკი" გოგოს ამბავი,ბატონო ირაკლი, უფროს სვეტსკურად წავიკითხავდი
:) იუმორისტულში რომ დაგედოთ ამ "სვეტსკი" გოგოს ამბავი,ბატონო ირაკლი, უფროს სვეტსკურად წავიკითხავდი
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|