| ავტორი: ილო_ელო ჟანრი: პროზა 6 სექტემბერი, 2014 |
მოკლე ექსკურსიაზე წასვლა არც ისე სახალისო გამოდგა. აღმართში სიარულისგან სუსტი სხეულის ყველა კუნთი ტკიოდა, გუნდის ძირითად ნაწილს საკმაოდ ჩამორჩა, ტვირთი უზომოდ დამძიმდა, ვისთან ერთადაც იყო არც ისინი ეხატებოდა დიდად გულზე, წამოსვლის მიზეზი კი, სამყაროსავით ძველი და უიმედო, ერთერთ სასიამოვნო შეხედულების ბიჭს უყურებდა. აშკარა იყო, რომ ეს წამოწყებაც ისეთივე კრახით სრულდებოდა მისთვის, როგორც ყველა მისი განვლილი ცხოვრების უაზრო მცდელობები. წაგებული ბრძოლების უაზრო ქრონიკა. დანიშნულების ადგილასაც დიდი აღფრთოვანება და ოვაციები არ გამოუწვევია მისთვის, ეს ერთი ვიწყო ყელიანი ბნელი ორმო იყო, საკმაოდ ღმა იმისთვის რომ მასში ჩასვლა არ მოსდომებოდა. ასე თუ ისე საბოლოოდ მაინც იმ ორმოს პირას მჯდომარე აღმოჩნდა, მაშინ როცა სხვების ყურადღება პეიზაჟებმა, ფოტოგრაფიისათვის განკუთვნილმა ადგილებმა მიიპყრო. იჯდა და ფიქრობდა, რატომ მოხვდა აქ, რა უნდოდა ამ ტყეში, რატო არ იყო სხვაგან, ან საერთოდ იყო კი? იყო ეს უბრალო შემთხვევითობა, თუ თუ ეს მის დაბადებამდე მრავალი საუკუნის წინ იყო უკვე განსაზღვრული ბიო ქიმიურ- ფიზიკური პროცესების გამო. რა განსაზღვრავდა მის ქმედებებს, თვისუფალი ნება თუ ადამიანური გვარის ინსტინქტების დონეზე ჩაწერილი მოთხოვნები.
ვარდნა….
ვარდნის პირველი განცდა ადრენალინის უზომო მოზღვავება იყო. ადრენალინი და კარგად ნაცნობი უზომო შიში. ჩაშვება უზომო სიბნელეში და დაცილება სინათლისაგან. დაცემა და ტკივილი მთელს სხეულში, ყველა უჯრედში. მარტოობა და პანიკა, იმედი იმისა რომ ვინმე იპოვიდა და გადაარჩენდა. რომ სადღაც ზევით მეგობრები იყვნენ რომლებიც უშველიდნენ.
დრომ თითქოს გაჩერება დაიწყო. ვეღარ ითვლიდა რა ხანი გავიდა დაცემის შემდეგ. კვირა. თვე. წელი. თავიდან შიმშილისა და სიცივისგან ტკივილს, სიცივეს, სისუსტეს გრძნობდა, ნელნელა კი გრძნობის დაკარგვა დაიწყო კიდურებში, მანამდე სანამ მთლიანად არ შეწყვიტა გრძნობა. ახლა უკვე ვეღარაფერს გრძნობდა, ვერც სიცივეს, ტკივილს, ხმაურს, სინათლეს. არ იცოდა რა მდგომარეობაში ჰქონდა სხეული. ან ჰქონდა კი. შიშმა და იმედმაც უკან დაიხია. თავიდან იხსენებდა ყველაფერს რისი გახსენებაც შეეძლო, მაგრამ მალე მიხვდა რომ გასახსენებელიც აღარაფერი ჰქონდა, იქ ზევით არაფერი იყო ისეთი რის გამოც დაბრუნება სურდა. მიხვდა რომ ის სადაც ახლა აღმოჩნდა, მთელი ცხოვრება მასთან იყო, უბრალოდ თვალს არიდებდა მას. ის არ მისულა ბნელ ორმოსთნ, უფსკრული ყოველთვის იყო მასში. სიბნელე, მარტოობა და მხოლოდ საკუთარი თავი, რომელთანაც მუდმივი ომი ჰქონდა. საძულველი მე, რომლის სხეულის ბორკილებშიც იყო მუდამ დატყვევებული და მუდამ არაცნობიერის გამარჯვებით სრულდებოდა ცნობიერზე.
სიბნელის სიმარტოვისა და სიშორიდან ისმის სიჩუმე. იისფერი სიშავის უსასრულობისა და უარყოფიდან, ჩამავალი მზის სამგლოვიარო ჩრდილქვეშ ბულონის ტყეში მივაგელვებდა უღონო ქურანს…
ერთი თუ ორი საუკუნის გასვლის შემდეგ მოგონებებმაც დაიწყეს გაქრობა. დაავიწყდა საგნების ფორმა, დაავიწყდა ვინ იყო, რა იყო, ნელნელა სიტყვები და ლაპარაკიც დაავიწყდა. ან რაში ჭირდებოდა. დარჩა მხოლოდ აზრი? იქნებ არაფერიც არ დარჩა. გრძნობდა რომ რაღაც იყო. ოდესღაც, თუ ყოველთვის. ნელნელა თვითონ იქცა ბნელად. ყველაფრის შემავსებელ სიბნელედ. და არა მოიპოვებდა რა ბნელში გარდა სრულქმნილი მუსიკისა, სიჩუმისა, რომელსაც ათასობით წელი უსმენდა. სიჩუმისა, რომლისგანაც იღებს სათავეს ყველა რითმა და სიცოცხლე.
რა იყო ჩვენამდე, არა სამყაროში, არამედ სად ვიყავით თვითონ ჩვენ. ღმერთის წიაღში? თუ დაუსრულებელი მეტაფიზიკურ თუ ფიზიკურ ბნელში, ქაოსში, არარაობაში? იყო კი ამ არარაობაში სრულქმნილი მუსიკა-სიჩუმე? თუ თვითონ სიჩუმეც არ იყო. ბნელი ნათლის გარეშე. რატომ გვეშინია სიბნელის? ხომ არ გვახსენდება სიცოცხლემდელი, არსებობამდელი არაარსებობა? რატომაა მუსიკა მიმზიდველი? მხოლოდ რიტმისა და რიტმში ჩამჯდარი პრეისტორიული შამანურ-ეგზგიბიციონისტური სექსის გამო? მხოლოდ იმიტომ რომ რიტმის გრძნობა პარტნიორში ნიშნავს სექსუალური სიამოვნების მაღალ კატეგორიას? თუ სამყაროში (ან არასამყაროში) საიდანაც ჩვენ წარმოვიშვით იყო აბსოლიტური მუსიკა, რომელიც იყო რითმი, რითმი და სიჩუმე რომელიც გვახსენდება? რატომაა რომ ყველა მუსიკა ნაცნობად გვეჩვენება და თითქოს მხოლოდ მის გახსენებას ვახდენთ მოსმენისას? იქნებ ყველა მუსიკა აქამდე მოსმენილი გვაქვს და არსებობს სრულქმნილი მუსიკა?
ფიქრები…
მარტონი ვიბადებით და მარტონი ვკვდებით. ცხოვრებ- ციხე. ყველა ციხეზე უფრო დიდი ციხე დაავალდებულებები ბორკილები შეცოდება სასჯელი ჯანდაბამდე გზა ჰქონია უკვდავებას თუ მუდამ ვიქნებით. ხანდახან გაქრობა ჯობია ყველაფერს. ვუხსნით ადამიანებს ჩვენი არსებობის მიზეზებს, რომლებსაც ფეხებზე კიდიათ ჩენი არსებობა. გაქრობა! ერთ დღსაც უარს ვიტყვით გამრავლებაზე რადგან დაბადება ნიშნავს სიკვდილს, და გაჩენა მკვლელობის ყველაზე სასტიკი მეთოდია და მშობლები, უკვდავების მოსაპოვებლად ყოველდღიურად წირავენ შვილებს სიკვდილისათვის. ჩაეშვი საკუთარი სულის უბნელეს ლაბირინთებში და თვალი გაუსწორე შენს თვალებს. მოიპოვე თავისუფლება თავისუფლება გენებიდგან, ღმერთისგან, ომებისგან საკუთრი თავისგან და როცა სიცოცხლე აღარ იარსებებს აღარც სიკვდილი იქნება ჩვენთვის როცა აღარ იქნება მიზანი მაშინ ვიტყვით- მერე? დადგება მდუმარება ყველაზე საშიში მდუმარება და შეგვეშინდება ყველაზე მეტად საკუთარ თავთან დარჩენილებს საკუთარი თავის, აღარაფერი იქნება უკან და აღარაფერი იქნება წინ. და ჩვენ შევხედავთ სიჩუმეს და ვეტყვით, მერე? და როცა მივხვდებით რომ გეშინოდეს-ეს უაზრობაა მოვიცილებთ ხორცს როგორც ძველმან მოსასხამს და შევეგებებით სამყაროს ძირძველ, ყველზე დიად მუსიკას სიჩუმეს და როცა მივხვდებით რომ ეს ყველაფერი უაზრობა იყო- სიყვარული ზიღი შური ბოროტება სიხარული გაგვეღიმება და გავრებით
ფანტაზია…
ერთი, ასი თუ ათასჯერ ათასი წლის შემდეგ გადაწყვიტა წარმოედგინა რაიმე. რა წარმოედგინა და როგორ შეექმნა კი არ იცოდა. იცოდა რომ უკუნი ბნელის გარდა ის არსებობდა, და იყო. ფანტაზიისა და ბნელში განთხმული გაწმენდილი გონების დაძაბვით წარმოიდგინა პატარა მარცვალი. წარმოიდგინა მისი პატარა ატომები, მათი შემადგენელი ნაწილები, სათითაოდ ააწყო ისინი. დაუმატა ერთმანეთს სანამ კვერცხის ფორმის პატარა ქვა არ შექმნა. ამასობაში წარმოიდგინა რიხვი ერთი, დაუმატა მეორე ციფრი და შექმნა ორი და ასე უსასრულობამდე, მიხვდა რომ მათი ერთმანეთზე გადამრავლება შეიძლებოდა, შექმნა მათემატიკური განტორელები, ამოსნა ყველა დროის ყველა რთული განტოლება, წარმოიდგინა რომ თუ მის მეირ შექმნილი კვერცხს შეიძლება ჰქონოდა მასა, ზომა, სითბო და სხვა მახასიათებლები. ფიქრობდა, როგორ ეჯახებოდნენ ატომები, ელექტრონები, ნეიტრონები, პოზიტრონები ერთმანეთს, სცილდებოდნენ და ისევ ერთდებოდნენ. დაფიქრდა და მიხვდა რომ მათი თჯერ, ასჯერ, უსასრულოდ გამეორება შეიძლებოდა, გახლიჩა, დააცალკევა და შექმნა უკიდეგანო მთები, კლდეები, ფიზიკური კანონების ექსპერიენტებით შექმნა ელემენტები.
ფანტაზიის უნაპირო სივრცეში, გამოქვაბულის კედლების ბნელში წარმოიდგინა ენერგიები, რომლებსაც ერთმანეთს აჯახებდა და ქმნიდა ვარსკვლავებს, მატერიებს, ანტი მატერიებს, სრულქმნილ სიჩუმეში შეიტანა ქაოსი და წესრიგი, მილიონობით ცეცხლის ბურთს ფანტავდა სივრცეში, ვულკანური ლავით ხატავდა გეომეტრიულ ფიგურებს, უფორმო საგნებს, ერთად აგროვებდა და ისევ შლიდა, ანაწევრებდა, შექმნა ნათელი და უწოდა ნათელი, შექმნა ბნელი და უწოდა მას ღამე, შექმნა შირაზის ვარდი და მის ფურცელზე წვიმის წვეთში გატადეხილი სხივებით ათასობით წელი იყო აღფრთოვანებული.
სცადა გაეხსენებინა თავისი თავი. როგორი იყო ნეტავ. ხელი. ფეხი. თავი. როგორი თვალები ჰქონდა. და წარმოიდგინა მან თავისი თავი, ორი ხელით, ფეხით, სხეულით, და თქვა: -იქმენ- და შექმნა თავისი თავი და იყო დამფუძნებელი და დაფუძნებული, შექმნილი და შემქმნელი. იქმნა. -ვინ ვარ მე. -შენ ხარ მე. -შენ ვინ ხარ. -მე შენ ვარ.
-რა არის ყოველივე ჩემს გარშემო. -ეს ყველაფერი შენი გონების ნაყოფია. შენ შექმენი ყოველი ფერი, ვარსკვლავები, მთები და წყაროები. და შეიცნობ მათ შენი ხელებით, თვალებით, სუნით. -ეს ყველაფერი ჩემი შექმნილია. ეს ყველაფერი მე ვარ. მინდა მივიპოვო თავისუფლება. მინდა ვიყო თავისუფალი. მინდა ვიყო თავისუფალი ჩემი თავისგანაც, ანუ შენგან რათა ხელახლა გიპოვო და გავხდე მე.
და შექმნა მან სამოთხე და ჯოჯოხეთი, შექმნა ცოდვა და სიკეთე, ბოროტება და სიხარული, და თავად იყო ეს ყველაფერი. შექმნა ათი ათასი ჭეშმარიტება და სიცრუე, შექმნა ნაყოფი თვისუფლების. ნაყოფი დავიწყების ტანჯვის და სიხარულის, შეხედა კიდევ ერთხელ თვის თავს და დაივიწყა ყველაფრი, დაკარგა უნარი ეცნო თავის თავი, დაივიწყა ყველაფერი.
დაკარგა უნარი ეცნო სამოთხე და ჯოჯოხეთი მის გარშემო, უნარი ეცნო მის მიერვე წარმოდგენილი- შექმნილი ფანტაზიები- გარესამყარო, ათასჯერ უარყო თავისი თავი სხვაში და მასში, შეიძულა თავი ყველაზე ღრმა და სპეტაკი ზიზღით და ეს ზიზიღი იყო სიყვარულიც, ეზიზღებოდა რადგან სადღაც სულის უღრმეს ბნელ ნაპრალში ახსოვდა რომ სამოთხე და ჯოჯოხეთიც, ყველაფერი მის გარშემო მხოლოდ წარმოსახვა იყო და მის შიგნით მხოლოდ სიცარიელე. და დაინაწევრა სული და გონება ათას ნაწილად, გახდა ბავშვი და მოხუცი, გმირი და ლაჩარი, რაინდი და მათხოვარი, მოძღვარი და მოსწავლე, წმინდანი და ტირანი. დაეცა ცოდვით და ამაღლდა ცამდე. იყო ეშმაკი და იყო ანგელოზი. და ეს იყო ყველაზე დიდი ფანტაზია რაც კი წარმოედგინა. ათობით ათასჯერ იცხოვრა და განიცადა ყველაფერი თავიდან. მრავალჯერ აღმოაჩინა ჭეშმარიტება და სიცრუე, განიცადა ჯოჯოხეთი და სამოთხე, შექმნა მხრებზე ტევრებად ჩამოყრილი, მკერდს სტიქიად შეხლილი ძოწისფერ მდინარეთა ტალღები…
და სადღაც უთვალავ მეტემფსიქოზის შემდეგ გაჩნდა უბრალო სამშობიარო სახლში, მივიდნენ მასთნ ექთნები და თაყვანი სცეს მას, 12 წლისა ველოსიპედიდან გადმოვარდა, სდევნიდნენ მეგობრები, მანამდე სანამ 30 წლისა არ მივიდა ერთი ვიწყო ყელიანი ბნელი ორმოსთან, საკმაოდ ღრმასთან იმისთვის რომ მასში ჩასვლა არ მოსდომებოდა. ასე თუ ისე საბოლოოდ მაინც იმ ორმოს პირას მჯდომარე აღმოჩნდა, იჯდა და ფიქრობდა, რატომ მოხვდა აქ, რა უნდოდა ამ ტყეში, რატო არ იყო სხვაგან, ან საერთოდ იყო კი?…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჭკვიანი ავტორია საინტერესოდაც ფიქრობს, მაგრამ იქნებ არასწორადაც, ვინ იცის :)
ბოლომდე წავიკითხე, თუმცა ფიქრებში ბოლომდე ვერ ( არ ) გავყევი :)
წარმატებები ჭკვიანი ავტორია საინტერესოდაც ფიქრობს, მაგრამ იქნებ არასწორადაც, ვინ იცის :)
ბოლომდე წავიკითხე, თუმცა ფიქრებში ბოლომდე ვერ ( არ ) გავყევი :)
წარმატებები
1. >შეიძულა თავი ყველაზე ღრმა და სპეტაკი ზიზღით და ეს ზიზღი იყო სიყვარულიც, ეზიზღებოდა, რადგან სადღაც სულის უღრმეს ბნელ ნაპრალში ახსოვდა რომ სამოთხე და ჯოჯოხეთიც, ყველაფერი მის გარშემო მხოლოდ წარმოსახვა იყო და მის შიგნით მხოლოდ სიცარიელე<.
კიდევ ერთი საინტერესო ავტორი. :)
>შეიძულა თავი ყველაზე ღრმა და სპეტაკი ზიზღით და ეს ზიზღი იყო სიყვარულიც, ეზიზღებოდა, რადგან სადღაც სულის უღრმეს ბნელ ნაპრალში ახსოვდა რომ სამოთხე და ჯოჯოხეთიც, ყველაფერი მის გარშემო მხოლოდ წარმოსახვა იყო და მის შიგნით მხოლოდ სიცარიელე<.
კიდევ ერთი საინტერესო ავტორი. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|