შილიფად ჩაცმულს, მზის სიმხურვალე და ზღვის ნაპირი აღაგზნებს ფიქრებს: რა ლამაზია ზღვა, რომელიც ლურჯად ლივლივებს, აღძრავს სიმშვიდის , სილამაზის უნაზეს განცდებს, ქალბატონივით თავს იწონებს , გეალერსება, თან უცოდველობს და კეკლუცობს, რარიგად გაბნევს...
თუ ხარ ცამეტის ან თვრამეტის (ჰა და ჰა ოცის) გხიბლავს, გიზიდავს და გაცდუნებს როგორც ავსული. ცდილობს ჩაგიკრას ხარბი გულით, წყალში ჩასული, ძლიერად გახვევს სახეზე, მკერდზე თავის საცეცებს და ფსკერზე გითმობს სამუდამო ვნების სარეცელს სამოცის თუ ხარ, სამოცდაათის ანდა ნაკლების, შენ სული გტკივა, რომ ჩაგიყლაპა ავხორცმა ზღვამ შენი ბადიში, ვერშესახები გაგიხადა მისი სხეული და დაგიკარგა ბორცვი, მიწის, უძვირფასესი.
გძულს მაშინ ზღვა და აღარ გინდა , რომ დაინახო მისი სიმშვიდე , სილამაზე და პირფერობა, როცა ღელვისას ფეხს გილოკავს, გელამუნება , გძულს ყველა მითი მასზე თქმული და გამოწვევა...
გძულს და თან გიყვარს?! ალბათ, განწყობას გააჩნია... ან მედლის მხარეს... ან იმას, დილით რომელ ფეხზე დადგი ნაბიჯი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გძულს და თან გიყვარს?! ალბათ, განწყობას გააჩნია... მარიამ.. გძულს და თან გიყვარს?! ალბათ, განწყობას გააჩნია... მარიამ..
3. პირველი ნაწილი მომეწონა, კარგი იყო ქალური და მართლა ლივლივა. მერე გაფუჭდა სამწუხაროდ ავსული, ჩასული - და სხვანი მსგავსნი ცუდი რითმებია პირველი ნაწილი მომეწონა, კარგი იყო ქალური და მართლა ლივლივა. მერე გაფუჭდა სამწუხაროდ ავსული, ჩასული - და სხვანი მსგავსნი ცუდი რითმებია
2. რაღაცნაირად კარგი იყო და პოეზიური :)) რაღაცნაირად კარგი იყო და პოეზიური :))
1. სამოცის თუ ხარ, სამოცდაათის ანდა ნაკლების, შენ სული გტკივა, რომ ჩაგიყლაპა ავხორცმა ზღვამ შენი ბადიში, +++++++++ სამოცის თუ ხარ, სამოცდაათის ანდა ნაკლების, შენ სული გტკივა, რომ ჩაგიყლაპა ავხორცმა ზღვამ შენი ბადიში, +++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|