ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უტა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2014


ძებნა

ფილტვებს ჩაუსახლდა დილა ნაწვიმარი
ბეჭებნესტიანი ჰკვებავ აგონიას,
ისე მომენატრა შენი აივანი
როგორც კვაზიმოდოს სველი ესმერალდა

თუმცა აივანი არ აქვს შენ საცხოვრისს
რეებს ბოდიალობს რითმის მათხოვარი
ყელში ამოვიდა ქვეყნის ისტერია
და ამ ქაოსებში ღმერთი წვერიანი

იმედგაცრუება ბედის არსებობის
შემდეგ, გამომშრალი მსუყე ათეიზმი -
ლუდის თევზივით და
სერჩში მოძებნილი საკუთარი თავით,
დაიღალე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები