ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა ჭლიკაძე
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2014


პასუხი მეუღლეს (დაბრუნება)

ისევ შენი წყრომის გავმხდარვარ წერა და
მთხოვ თაბახს კვლავ ვანდო აზრების სიბერწე.
ჰოდა მეც მორჩილად დავიწყე წერა და
თვითონვე მიკვირს, რომ რაღაცას კიდევ ვწერ.

ეს დრო რაც არ ვწერე აღვწერე ლოცვებში,
შემდეგ დუმილისაც გავხდი მოღალატე.
შენ კი არ იშლი და არ ვიცი რას მერჩი -
,,დახატე, ნიკალა! ნიკალა, დახატე!...“ 

ამბობ, რომ გამგები ყოველთვის გაიგებს,
სხვებმა კი უწარბო დავინჩზეც იცინეს,
რომ აზრი არა აქვს ამჯერად თარიღებს,
მე კი კვლავ დავწერ და ვიცი, რომ იცი ეს...

ლექსებს ვერ გახედნის ჟამი ტაიჭებად
და ყველა გაიგებს, თუ როგორ მიყვარდი,
შენ ერთად-ერთი ხარ, ვინც არ დაიჯერა,
რომ თითქოს ბოლოჯერ უკრავდა ვივალდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები