ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2014


(დასრულდა ომი, მე დავმარცხდი ყველა ბრძოლაში,,,)

დასრულდა ომი, მე დავმარცხდი ყველა ბრძოლაში
და დამინგრიეს სიყვარულის მცირე სასახლე
და გული მარტო გაყინული დარჩა თოვაში,
წახვედი ჩემგან და ციმბირში გადაასახლე.

არადა, ვიცი შენი წასვლა ჩემი ბრალია
და დაბრუნებას ვეღარ შევძლებ გული მკრანახობს,
მაგრამ, ახლა, ვგრძნობ შემიყვარდი ისე ძალიან
ვეღარ გაუძლებს ეს თვალები შენ რომ არ გნახოს.

წარსული ჩემი გადაიქცა მწარე იარად
და ჩემს ტკივილებს ემატებათ შენთან სიშორე,
უკვე რამდენმა უშენო დღემ გადაიარა,
მაგრამ ფიქრები შენზე მაინც ვერ მოვიშორე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები