ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
11 იანვარი, 2015


საქართველოს ყაავს შვილი დასაკარგავი?

ისტორიას ერთი თვისება აქვს,  მეორდება ხოლმე..ეგ არაფერი და ხანდახან მთელი ეპოქაც კი ბრუნდება!...
ჰო და ეს შესავალი მხოლოდ იმიტომ გავაკეთე რომ სათაურმა არ დაგაბნიოთ.
მაშ ასე......მომყევით.



.........................................................................................................................................................................................................................................


...ეს ამბავი სპილენძის ხანაში მოხდა, ერთ პატარა ქალაქში, სადაც ერთფეროვანი ყოფით დაღლილი 6 მეგობარი ქუჩაში დაყიალობდა და აღარ იცოდა უსაქმურობისაგან რომელი კედლისთვის ერტყათ თავი
  მოგეხსენებათ, უსაქმურობამ ასე იცის, ისინი ყვავებივით აქეთ-იქით ატრიალებდნენ თავებს და აი, პოტენციური გასართობი და  დასალევის ფული ერთდროულად გამოჩნდა უცებ....
  მიყრუებულ ქუჩაზე განათების ეული ბოძი იდგა და ტიტანიკივით გადახრილიყო .
მაგრამ ყველაზე მთავარი აქ  სპილენძის სადენი გახლდათ, სისქით ის  საშუალო პითონს აღემატებოდა და  მზეზე  მხიარულად  ლაპლაპებდა.
    ჰო და ბიჭებმა მაღალი ძაბვის უყურადღებოდ  მიგდებული  კაბელი შენიშნეს და რაღა გააჩერებდათ?...აებღოტენ , უფრო სწორად სცადეს, მაგრამ კაბელი საკმაოდ  მაღლა იყო , მაშინ  ორმა ხელი სტაცა  მესამეს და ასწიეს  .მაგრამ ეს წუთისოფელი გაახარებს ვინმეს განა?...შეეხო  ბონდოია კაბელს    და გააკანკალა
----უყურე  შენ?...  ხელს რომ აღარ უშვებს?...-----  შეჩქვიფდა მეორე    და ისიც აბღოტებას შეეცადა , აი შეეხო შალიკია და ისიც აფართხალდა.
---მეიცა ბიჭო!
---ჩამოწიე! ჩამოწიე......
---ვაი.....


.....................................................................................................................................................................................................................................


---უყურე, უყურე! მათ უნდათ მიისაკუთრონ მთელი სპილენძი!.... აყვირდნენ დანარჩენები და.........
    ........და  დილისაკენ ეს კაი ხოზიკა, ნაპატიები  ბიჭები,  გაფითრებული, შთაგონებული  სახეებით მძივებივით იყვნენ  ასხმული სპილენძის მავთულზე და  ბზუოდნენ,  დაახლოებით  წამში 50 ჰერცის სიხშირით.....





ს.ნ. 2014



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს