ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2014


###(შენს თვალებს მიღმა საქართველოა)

შენს თვალებს მიღმა საქართველოა.
საქართველოა შენს თვალებს მიღმა
და შენ ნურაფერს ნუ მეტყვი ახლა.
მე უკვე ვიცი, რაც უნდა მითხრა.
მე შემიძლია გიყურო ასე,
როგორც ზღვის პირას ვუყურებ მზეს და
შენი თვალების გამოხედვაზე,
ვიწამო შენი ლამაზი სევდა.
იქ, სადაც მთების ლურჯი ლანდები
და გვირილების პირამიდები,
როგორც ვეება გოლიათები
დგანან და როცა მე გაკვირდები,
იშლება გზები მზისკენ სავალი.
ყვითელ ჭადრებზე სხედან ჩიტები
და ერთადერთი გამოსავალი
მრჩება, შეგახო ცივი თითები.
მიყვარდე ისე შემეძლოს გითხრა
- შენს თვალებს მიღმა საქართველოა
მიყურე!
სიტყვას ნუ მეტყვი ახლა.
საქართველოა შენს თვალებს მიღმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს