ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2014


ანგელოსური ბალადა ალანს

ნინო დარბაისელი

.

ანგელოსური ბალადა ალანს

= = = = = = = == = = = = =
                                    (ინგლისურ მოტივებზე)

.ხანდახან საქმე, რომ გვგონია, ისე არ არის,
მაგრამ სიმართლე, მცოდნის გარდა, ესმის არავის.

.ერთ ღამეს ორი ანგელოზი მდიდრის კარებთან
დაღლილი დაჯდა, ავდრისაგან თავს აფარებდა.

.მდიდარმა მათი გასაჭირი რომ გაიგონა,
სადღაც, სარდაფში მიუჩინა ხმელი ლოგინი.

დამწყებ ანგელოზს მიეძინა, ჩათბა ფრთასველი,
გამოცდილმა კი  სადღაც, ჭერში შენიშნა ხვრელი
.
და მთელი ღამე ხვრელს ქოლავდა, ავსო და ავსო.
დამწყებს უკვირდა,  ნეტა რა რჯის ამ საცოდავსო.

გავიდა ხანი. დაუღამდათ  ისევ ავდარში,
ღარიბს მიადგნენ, კაცმა უთხრა :- მობრძანდით, დარჩით!

დაუგო რბილი, უსურვა  ტკბილი მოსვენება და
დაუშურველად უწილადა, რაც კი ებადა.

დილით მოესმათ : - ო, ღმერთი ხარ, თუ  საწუთრო ხარ!
რად მოგვიკალი მარჩენალი,  ერთგული  ძროხა!"

ფრთა- ფრთას შემოკრეს სტუმრებმა და გაფრინდნენ უმალ,
ღრუბელზე დასხდნენ და დამწყებმა მიმართა მდუმარს:

- მადლისმქმნელს რატომ გაუწიე ღარიბს მტერობა,
ან რად მიაგე მადლი მდიდრის უდიერობას?

- იმ მდიდრის  ხვრელში დამალული ვიხილე ოქრო
და ამოვქოლე,  რომ სამუდამოდ კვალი გამექრო.

მომდგარ სიკვდილის ანგელოზს რომ ღარიბის ცოლი
არ წაეყვანა, ძროხა ვუნაცვლე, ბოსელში მწოლი.

ხანდახან საქმე, რომ გვგონია, ისე არ არის,
მაგრამ სიმართლე, მცოდნის გარდა, ესმის არავის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები