 | ავტორი: მელნისფერი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 სექტემბერი, 2014 |
მაშინ ავტობუსით სულ მეორედ თუ მესამედ მომიწია მგზავრობა, მას მერეა, ფეხი რომ აღარც ამიდგამს მასში.
ჩვეულებრივ ჩაცმული, შუა ხანს გადაცილებული ქალი ავტობუსში ამოხტა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). არ მახსოვს, რატომ, მაგრამ მიგვლანძღ-მოგვლანძღა მგზავრები მძღოლითურთ და ადგილების თვალიერება დაიწყო (რაც გულისხმობს ვინმე ახალგაზრდის ამორჩევას და მის წინ ატუზვას, რათა ის ჩავარდეს უხერხულობაში და აუცილებლად, ყოველგვარ მიზეზგარეშე დაუთმოს ადგილი უფროსს). ჩემ გვერდზე მჯდომ გასავათებულ ბიჭს გავხედე, აშკარად რომ რთული დღე ჰქონდა და დაღლილობისგან ლამის აქვე მისძინებოდა. და რა საშინლად სასაცილო იყო, რომ მას ენერგიული, ენამწარე ქალბატონისთვის თავისი ადგილი ეჭვგარეშეა, უნდა დაეთმო. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა თავზე ხნიერი, ხელჯოხიანი კაცი წამომადგა და საკმაოდ მაღალი, თითქმის მოჩხუბარი ტონით მითხრა, ვერ ხედავ, შენ თავზე რომ ნიშანია გაკრულიო? გაკვირვებულმა ავაყოლე თვალი ფანჯარას, თურმე ხეიბრებისთვის განკუთვნილ სკამზე ვმჯდარვარ. რაღაც წამლეკავი ვიგრძენი. ხალხი, რომელიც ავტობუსში ჩემს ამოსვლამდე იყო (ანუ ჩემს ამოსვლას შეესწრო), დაძაბული იყურებოდა ჩვენი მიმართულებით. თვალები როგორც შემეძლო გავაფართოვე და როცა მარილწყალი გაიფანტა, ნელა დავხუჭე. პირველივე გაჩერებაზე ჩამოვედი. დაველოდე. ავტობუსი თვალს რომ მოეფარა, კოჭლობით გავუყევი გზას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მძვენიერი ჩანახატია. მძვენიერი ჩანახატია.
8. ორი რამ მომეწონა, რაღაც წამლეკავი და მარილწყალი... მშვენიერი შედარებებია. ორი რამ მომეწონა, რაღაც წამლეკავი და მარილწყალი... მშვენიერი შედარებებია.
6. როცა მარილწყალი გაიფანტა...
მოკლემეტრაჟიანი და სრულშეგრძნებიანი.
როცა მარილწყალი გაიფანტა...
მოკლემეტრაჟიანი და სრულშეგრძნებიანი.
5. საოცარი გოგოა მარიამი საოცარი გოგოა მარიამი
4. აქ ქულა რომელიც არ იწერება აქ ქულა რომელიც არ იწერება
2. რა აზრი აქვს სად იდება, ეს ავტორი დიდი ხანია ანათებს აქ რა აზრი აქვს სად იდება, ეს ავტორი დიდი ხანია ანათებს აქ
1. ცუდია ,,სხვაში,, რომ დევს. +++++ ცუდია ,,სხვაში,, რომ დევს. +++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|