მახსოვს შენი მონაწერი ძველი, ზღვის ტალღების საოცარი სითბო, ამ ქარების არ სჩანს საძირკველი, შენს ალერსს და მოფერებას ვითხოვ.
ცაზე მარსი სიკაშკაშეს ქარგავს, მტკვარი მიდის უხმო გარდაცვლილი, რომ მიყვარდი ახლა ქარი ფანტავს, ადრე ქარსაც მიუძღვოდა წვლილი.
ქარს ერევა წვიმის წვეთი წმინდა, ორთაჭალის ბაღს დასცქერის მთვარე, ნაპირებზე ისევ შემობინდდა სიცივისგან მოდი,დამიფარე.
დაივიწყე ღამე უძინარი? იასამნის სურნელება გშვენის, მომაგონებს სხივი მომღიმარი იმ სიყვარულს,გარდაცვლილი ბრძენის,
მომაგონებს ფრთა გაშლილი წერო, იქ რატომღაც ოკეანე მიხმობს, ერთხელ მაინც მინდა მოგეფერო, სევდას შენი სისასტიკე მიფრთხობს.
თუ ოდესმე გაგახსენდი,გაქრი, გაქრი,სადაც არ ამოდის მთვარე, იქ დაგხვდები ნაწამები მკვდარი, მსურდა ადრეც შენგან დავეფარე.
მახსოვს შენი მონაწერი ძველი, ზღვის ტალღების საოცარი სითბო, ამ ქარების არ სჩანს საძირკველი, შენს ალერსს და მოფერებას ვითხოვ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ჭეშმარიტო ქართველო!!! კარგია!!! მივუყვები შენს ლექსებს და განცვიფრებას ვერ ვმალავ!!! ჭეშმარიტო ქართველო!!! კარგია!!! მივუყვები შენს ლექსებს და განცვიფრებას ვერ ვმალავ!!!
14. მომეწონა, შენი ლექსები რაღაცით გალაქტიონისას წააგავს მე ასე ვფიქრობ, ალბათ შენი საყვარელი პოეტია და ცოოტა გავლენაც ჩანს მომეწონა, შენი ლექსები რაღაცით გალაქტიონისას წააგავს მე ასე ვფიქრობ, ალბათ შენი საყვარელი პოეტია და ცოოტა გავლენაც ჩანს
12. :) ჩემი ღიმილი და ორი ქულა შენ :) :) ჩემი ღიმილი და ორი ქულა შენ :)
11. დაივიწყე ღამე უძინარი? იასამნის სურნელება გშვენის 5 დაივიწყე ღამე უძინარი? იასამნის სურნელება გშვენის 5
10. 10 ქულა ძმაო. შემიძლია უკვე :) 10 ქულა ძმაო. შემიძლია უკვე :)
9. გაიხარე მე მომეწონა. თბილია 5 გაიხარე მე მომეწონა. თბილია 5
8. გშვენის უნდა ხო მართალი ხარ. გაიხარეთ გშვენის უნდა ხო მართალი ხარ. გაიხარეთ
7. სხვები უფრო მომწონს შენი ;) სხვები უფრო მომწონს შენი ;)
5. "გშივენის," კორექტურაა
4 ქულამდეა ლექსი :)
"გშივენის," კორექტურაა
4 ქულამდეა ლექსი :)
1. კარგიაააა ;) ძალიან კარგი კარგიაააა ;) ძალიან კარგი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|