 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 22 სექტემბერი, 2014 |
კვამლი ცამდე ადიოდა, ხმა ისმოდა რადიოდან დაწყებული ომის. დარდი ცერად დადიოდა, ძილს უფრთხობდა მღამიობებს ძილგამკრთალი ცოლი... იქნებ ტყვიის წერა იყო, თუმც, სიკვდილი ჯერ არ იყო არც შორს და არც ახლოს. მაინც მოხდა მოსახდენი, ქალი ქოფაკ ყოფას დევნის, კაცის სიტყვა ახსოვს: -მე თუ ომმა შემიწირა, მწედ მიგულე იმ მიწიდან, შევეწირე რომელს. რასაც დახნავ და დათესავ, შეეწიე ქვრივ ნათესავს, მადლის ძალა გქონდეს! მიწა იყო ნამიანი, სიკვდილმა რომ გამიარა ერთი ტყვიით გულში. მომელანდა, ჩემს ვაზს ვრგავდი, ვერნახარებ მარცვალს ვგავდი, სამომავლო ხნულში... მიწა ჩემი დედა იყო, იქნებ, ბედისწერა იყო, მე დამეცვა სისხლით. ტანზე შენი სითბო მეცვა, აყირავდა როცა ზეცა, იქ შენ ჩანდი, იცი?.. 18.09.14.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გულიანი, ძარღვიანი, მტკივნეული ლექსი. .
გულიანი, ძარღვიანი, მტკივნეული ლექსი. .
6. ბალადისთვის უჩვეულო, რთული კონსტრუქციის ლექსია. ვგულისხმობ ზომას და რითმას და მიუხედავად ამისა შენარჩუნებულია შინაარსი, რომელიც სათაურს ზედმიწევნით პასუხობს _ კვდება ~მიწის კაცი~ საკუთარი მიწის დასაცავად. ძალიან კარგია. ცოტა საეჭვოდ მომხვდა ყურში: ~მე თუ ომმა შემიწირა, მწედ მიგულე იმ მიწიდან, შევეწირე რომელს. რასაც დახნავ და დათესავ, შეეწიე ქვრივ ნათესავს,~ ქვრივმა უნდა მოხნას, მოთესოს და ქვრივ ნათესავს შეეწიოს? არ ვიცი, ოთარაანთ ქვრვი კი ახერხებდა ამას, მაგრამ ქმარი რამდენად დაუბარებდა, საკითხავია. ბალადისთვის უჩვეულო, რთული კონსტრუქციის ლექსია. ვგულისხმობ ზომას და რითმას და მიუხედავად ამისა შენარჩუნებულია შინაარსი, რომელიც სათაურს ზედმიწევნით პასუხობს _ კვდება ~მიწის კაცი~ საკუთარი მიწის დასაცავად. ძალიან კარგია. ცოტა საეჭვოდ მომხვდა ყურში: ~მე თუ ომმა შემიწირა, მწედ მიგულე იმ მიწიდან, შევეწირე რომელს. რასაც დახნავ და დათესავ, შეეწიე ქვრივ ნათესავს,~ ქვრივმა უნდა მოხნას, მოთესოს და ქვრივ ნათესავს შეეწიოს? არ ვიცი, ოთარაანთ ქვრვი კი ახერხებდა ამას, მაგრამ ქმარი რამდენად დაუბარებდა, საკითხავია.
5. "დარდი ცერად დადიოდა..."
როგორ მოგიხდენიათ ხალხური მოტივიც.
"დარდი ცერად დადიოდა..."
როგორ მოგიხდენიათ ხალხური მოტივიც.
3. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1. არ მომეწონა რატომღაც არ მომეწონა რატომღაც
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|