ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 დეკემბერი, 2008


ბიბლია და ეროტიზმი ანუ კონტექსტი და სიტყვა /მცირე ეტიუდი /

ბიბლიაში არაერთგზის მოიხსენიება სიტყვები,რომელსაც პოეზიის დღევანდელ მკითხველთა გარკვეული ნაწილი ,შესაძლოა,ერთმნიშვნელოვნად ეროტიკულად მიიჩნევდეს .მათ შორის ყველაზე გამოკვეთილია საშო და ძუძუ .აი რამდენიმე მაგალითი ძველი აღქმიდან.

დაბადება:
29.31''დაინახა უფალმა,რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას საშო,რახელი კი ბერწი იყო.''
30.22''გაიხსენა უფალმა რახელი,უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.''


იობი:
''მაშინ ალაპარაკდა იობი და დასწყევლა თავისი დაბადების დღე...
3.10.''რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს''
3.12.''რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა,რა იყო ის ძუძუ,რომელსაც ვწოვდი''.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ოპონენტი დაუყოვნებლივ მიპასუხებს,რომ მოყვანილი მაგალითების კონტექსტი ეროტიკულობას არ გულისხმობს და მართალიც იქნება.
მაგრამ ამავე ბიბლიაში არის წიგნი,რომელშიც საშო არა,მაგრამ ძუძუები წმინდად ეროტიკულ კონტექსტშია მოთავსებული,სხვა ეროგენულ ორგანოებთან ერთად. პირზე,სასაზე მაგალითების მოყვანით თავს არ შეგაწყენთ,ეს რამდენიმე ფრაგმენტი კი მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას გვიქმნის ბიბლიურ ეროტიზმზე:

ქება-ქებათა:
1.13.''მეტრფე ჩემი ჩემთანაა,ჩემს ძუძუთა შორის განისვენებს.''
3.1.''ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული,ვეძებე იგი და ვერ ვპოვე''.
4.5.ორი შენი ძუძუ ორი თიკანია ნიამორისა,მარჩბივი,მძოვარი შროშანთა შორის.
7.5.''შენი ჭიპი მრგვალი თასია,ღვინისაგან მოუკლებელი,შენი მუცელი ხორბლის ხვავია,შროშანთაგან გარემოცული,ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა - მარჩბივი''.
7.9 ''შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვაზის მტევნები''.

განმარტება:მარჩბივი - ტყუპი

P.ს. აღსანიშნავია,რომ ქრისტიანული სარწმუნოება წიგნს ''ქება-ქებათა'' არ მოიაზრებდა ეროტიკულ ქმნილებად.მისი ინტერპრეტირება ხდებოდა,როგორც საღმრთო სიყვარულის წიგნისა ,რომელშიც გადმოცემული იყო არა სულამითისა და სოლომონის ან ვინმე უსახელო მეტრფეს ,არამედ ქრისტესა და ეკლესიის სიყვარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები