| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 21 სექტემბერი, 2014 |
ზიხარ და გართობს უძრაობის აკოლადები, მშვიდად შესცურე გამწვანებულ სიმსუბუქეში... გრძნობ, რომ მთიები გათენებას უყურადებენ, რომ სიმარტოვემ დაივანა მერცხლის ბუდეში. მაღაროს კართან ჩამომსხდარან ქონდრის კაცები, შენი თვალების დაღლილობა გასცდა ჰორიზონტს... შიშველი მეფე-ანარქების ხროვას გაცდები, რომ მადრიდიდან ლისაბონში გაჰყვე მორისონს, მერე თითები დაიწყებენ უცნაურ კანკალს, როგორც ყოველთვის, მიგატოვებს როცა ჰიპნოზი; მე, რონინივით გადმოგიწერ მაჯებზე ტანკას და მიგატოვებ, როგორც ბუდას, სანაპიროზე, სადაც სპილოებს ეზმანებათ ვერცხლის გომური, სადაც ხეოფსი სარკოფაგთა მღვრიე ბუდეა და რომ მთვარეა პრელუდია შემოდგომური, ხოლო კანაფი-სიჩუმეთა ინტერლუდია. ზიხარ და უსმენ უძრაობის თეთრ აკოლადებს, მაღაროს კართან ჩამომსხდარან ქონდრის კაცები... გაჰყევ ქარავანს მადრიდიდან ლისაბონამდე, შიშველი მეფე-ანარქების ხროვას გაცდები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არის ამის რამე პონტი სამუმ? :)) არის ამის რამე პონტი სამუმ? :))
8. მიკვირს ტანკა ჯერ არავის რომ არ ეგონა ტანგა, უკვე კარგია :) მიკვირს ტანკა ჯერ არავის რომ არ ეგონა ტანგა, უკვე კარგია :)
7. აკოლადების ამბავი რახან გავარკვიე უკვე, ისღა დამრჩენია ვთქვა, რომ კანაფის ეფექტი შესანიშნავია :)
აკოლადების ამბავი რახან გავარკვიე უკვე, ისღა დამრჩენია ვთქვა, რომ კანაფის ეფექტი შესანიშნავია :)
6. მადლობა ანანე, ირინკავ :* მადლობა ანანე, ირინკავ :*
5. ეს ავტორი მიყვარს. კარგია ეს ავტორი მიყვარს. კარგია
4. სამუმ, კაი გამარჯობა შენი :) მომწონს როგორც ყოველთვის სამუმ, კაი გამარჯობა შენი :) მომწონს როგორც ყოველთვის
3. არადა, სრულიად ფხიზელმა დავწერე :)) არადა, სრულიად ფხიზელმა დავწერე :))
2. წავიკითხე და ვიფიქრე, წიგნების კარადა ხომ არ დაეცა ამ კაცს თქო, ბოლოს სათაურს დავხედე და ყველაფერი გასაგები გახდა. :) ++ წავიკითხე და ვიფიქრე, წიგნების კარადა ხომ არ დაეცა ამ კაცს თქო, ბოლოს სათაურს დავხედე და ყველაფერი გასაგები გახდა. :) ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|