ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2014


უბრად ნათქვამი სიყვარული

ღამეს რომ
თმაში გაებნევა წვრილად ვარსკვლავი,
ნისლის ნაბადში გაეხვევა ქოხიც ამ ბექობს,
ჩამომიჯდები გვერდით უბრად,
როგორც აქამდის,
ეგ თოლები კი მოჰყვებიან,
რაც უნდა გეთქო...
რძისფერ ყელზე რომ მოეხვევა ნამი თენებას,
შენი ხელები,
ჩემს თითებს რომ სისხამზეც ვერ თმობს,
არაგვის ბუზღუნს მთის არწივი ყეფით ნებდება,
და ჩვენში ისევ იბადები, ხელახლა-ღმერთო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს