ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2014


ეს ისე, ჩემთვის...

 


(ვუძღვნი გ.ჩ.-ს)

ჩემთვის ვწერ
ჩემთვის ვწერ , ყველაფერს ბედი წყვეტს.
არ მინდა ვიცოდე, რამდენი დრო დარჩა,
სამყარო , რომელიც ჩემს წლებზე მძიმეა,
სურვილებს მიფანტავს
და ბეწვზე  ჰკიდია...

ვიცი რომ  ავდივარ აღმართზე,
რომელიც  სხვისია.
მზეს მთვარე ვერასდროს შეხვდება,
ორივემ იციან...
თუ ღამით  მთვარე არ ანათებს,
იწყენს მზე, ბუტია...
ჭაობში ვარდება მზის სხივი...
დათბობას  უცდიან

ვალაგებ ამ ფიქრებს...  ამ ფიქრებს...ამ ფიქრებს...
ქაოსი მაცოფებს, მაფიქრებს
აზრების ჭიდილში  მთვარე თუ აჯობებს,
მათ შორის უკეთესს მზესაც  უსახსოვრებს...

არ მინდა  დამთავრდეს ჩემი დრო...
სამყარო, რომელიც ჩემს წლებზე მძიმეა,
სურვილებს მიფანტავს
და ბეწვზე ჰკიდია.

P.S.  როცა ვხედავ, რა უსასრულოა სამყარო, საკუთარი თავი მეცოდება სიმარტივით ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები