ბებიების - ევასა და ანას ხსოვნას
„...Въ селении Мохва делаютъ деревянные сундуки... ранее эта деревня приготовляла массу сундуковъ и снабжала значительную часть Кутаисской губернии. вывозили сундуки на ярмарки въ Сачхери, куда приезжали съ разныхъ частей губернии крестьяне и дворяне, для закупки ихъ. Сундуки, составляя необходимую утварь въ крестьянской семье, занимали первое место въ списке вещамъ, составляшимъ приданое крестьянокъ... Целая деревня сбывала въ годъ среднимъ числомъ до 2 500 сундуковъ”...
Караманъ Чхеидзе, Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, Выпуск 11, 1891 год, ст. 252 ზეპირი გადმოცემებითა და ეთნოგრაფიული მასალითაც დასტურდება, რომ მეცხრამეტე საუკუნესა და მეოცის დასაწყისში ჩვენთან, საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში, მრავალი სკივრი მზადდებოდა, რომლებიც უმეტესად სამზითვოდ გამოიყენებოდა...
საქორწინოდ ვამზადებდით სულ ღვთისაკენ აღმა ცქერით მოხვურ სკივრებს – მოხატულებს მზის სხივებით ალმაცერით.
ჩვენს ტყეებში იჭრებოდა სხვადასხვა ხე - მეტად ცაცხვი, – კეთდებოდა საწნახელი, სკივრი, გობი, კოდი, ვარცლი...
ხარ-ურემზე სკივრი სკივრზე, – ლამის ქოხის ნახევარი – საჩხერისკენ მიდიოდა წინაპართა ნახელავი.
იმ სკივრებით თხოვდებოდნენ – ჯვარს იწერდნენ უფლის კართან ბარბარე და მელანია, თეკლე, მაკრინე და მართა...
და ვისაც კი მიჰყვებოდნენ – თეოფილე, გაბრიელი, შანშე, სიკო და ლაზარე – ყველა იყო მადლიერი.
მადლიერი პირველ ყოვლის სიყვარულის – ახალ გზისთვის, მერე კი მოხვური სკივრის – საპატარძლოს მთავარ მზითვის.
და პატარა პატარძლები ჩვენს ნაკეთებ თავის მზითევს მორიდებით დგამდნენ მუდამ ახალ სახლში პირით მზისკენ...
წუთისოფლის მთელ სიგრძეზე იმ სკივრებში ინახავდნენ ახალ კაბა-სამკაულებს, ფარჩასა თუ დიბა-ხავერდს, –
რაც იყიდეს და მერე კი სიხარულით შეიკერეს – სულ სათუთად დაკეცილებს ვარდის, ცის და სიზმრის ფერებს...
მასზე დებდნენ მოწიწებით ხატებს ლოცვით მონაფერებს და რაც რამე სანუკვარი მოხვდებოდა იმათ ხელებს...
ხოლო მერე, როცა უკვე შვილიშვილებს შეუმღერეს, იქ პატარებს უნახავდნენ ჩურჩხელებს და თაფლა კვერებს...
იქნებ ახლა კვლავ გიმშვენებთ სარდაფებს ან უფრო სხვენებს, ის სკივრები მოხატული ბებიებს რომ გაგვახსენებს...
ჟამი აქრობს ყოველივეს მას ვერავინ გააჩერებს... რაღა დროის სკივრებია? – თუ არ გინდა, არც გაჩვენებ...
მაგრამ მაინც გევედრებით, იმ ძველ სკივრებს ყავლგასულებს, კოდებს, გიდლებს და კალათებს – ნურვინ გააუფასურებს –
ჭურებსა თუ ორშიმოებს, ჩაფებს, დოქებსა და სურებს, – რაზეც ხელის სითბო დარჩათ ამ ქვეყნიდან გარდასულებს,
სიყვარულით რაც გვახსენებს ძველ ვაჟკაცებს და ასულებს, ნუ დაკარგავთ - გაუფრთხილდით წინაპართა ლამაზ სულებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. +2 . მომეწონა:) +2 . მომეწონა:)
4. ბრავო, მომეწონა ბრავო, მომეწონა
3. ბალაად მოხვურ სკივრებზე - თბილ-სევდიანი ეთნოგრაფიული სურათი.
ჩვენი იმერეთი :)
ბალაად მოხვურ სკივრებზე - თბილ-სევდიანი ეთნოგრაფიული სურათი.
ჩვენი იმერეთი :)
2. ძალიან ვისიამოვნე. ძველებურ_მშობლიურ_სითბონარევი ემოცია მომიტანა. .. და მელანიაც მომეწონა )) ++ ძალიან ვისიამოვნე. ძველებურ_მშობლიურ_სითბონარევი ემოცია მომიტანა. .. და მელანიაც მომეწონა )) ++
1. ეს ფეისბუკზე წავიკითხე და ძალიან...ძალიან მომეწონა... სათითი და საოცრად თბილი ნაწერია, მშვენივრად შესრულებული...:-* 555 ეს ფეისბუკზე წავიკითხე და ძალიან...ძალიან მომეწონა... სათითი და საოცრად თბილი ნაწერია, მშვენივრად შესრულებული...:-* 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|