ჩემს ბავშვობაში მახსოვს იგი, სოფლის გზაზე, გამხმარ წიფელთან უხმოდ წარსულ დროს მიჩერებული. ჩავუვლიდით ბავშვები რიდით. მერამდენედ უთხრა უარი, ყველას, ვინც მის კარის შეღებას ცდილა. ის ხე იყო, კანდაკოჟრილ ფესვებზე მდგარი, ფრესკაზე არა, ძველ ალბომში, რომ სევდა აჩდათ იმის მამისა და პაპის სურათებს. უტოტო იყო ნაყოფის სხმა არ დაწყებოდა, ქალი კუ იყო, ჯავშანს ირგებდა, ერთი სიტყვით ხეც იყო და კუც. ის სიმარტოვეს ქარებში ხვევდა თბილ წიგნებს უქსოვდა და ზამთრის დღეებში ისაგზლებდა. ახლა მე ვიცი სადაც არის.... სოფლის სასაფლაოზე პატარა ბორცვი, თავზე მდგარი ხით, ხანდახან მზე რომ დააცხუნებს სამარხებს შორის კუც გამოჩნდება და წაჩოჩდება ერთი სოროდან მეორესაკენ, სულიერისა თუ უსულოს თვალისაგან შეუმჩნევლად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რამდენჯერმე წავიკითხე ბოლომდე, რომ აღმექვა, მაგრამ მთლად ყველაფერს ვერ ჩავწვდი. უფრო სწორად ამ ნაწილს- "ხანდახან მზე რომ დააცხუნებს სამარხებს შორის კუც გამოჩნდება და წაჩოჩდება ერთი სოროდან მეორესაკენ," რამდენჯერმე წავიკითხე ბოლომდე, რომ აღმექვა, მაგრამ მთლად ყველაფერს ვერ ჩავწვდი. უფრო სწორად ამ ნაწილს- "ხანდახან მზე რომ დააცხუნებს სამარხებს შორის კუც გამოჩნდება და წაჩოჩდება ერთი სოროდან მეორესაკენ,"
1. ქალი_კუ :)
რა გენიალურობაა :) ქალი_კუ :)
რა გენიალურობაა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|