„ადიდასისგან“ იმედგაცრუება
ბაყაყი ქვაზე შესკუპდა, ყველაფერს იკლებს ყიყინით, შეებრალა და მივიდა ბეკეკა პეტელ-კიკინით.
ჰკითხა:-აქ, ქვაზე რად ზიხარ, რად სტირი, ჩემო გულჩვილო? -იციან შიშველი რომ ვარ, „ადიდასს“ უნდა ვუჩივლო.
მეც მსურს ამ ფირმის მარკებით მოქარგული და მორთული ბოტასები და წინდები, მინდა პიჯაკიც სპორტული.
ვერც ფეხსაცმელი მომარგეს, მახინჯი გაქვსო თათები, ბევრი მაზომეს და ბოლოს შექმნეს ახალი თარგები.
ველი და ვტირი ბედშავი, ალბათ კერვა არ სცოდნიათ, აბა რად იგვიანებენ, ჩემთან რად აღარ მოდიან?
ბეკეკამ გაიღიმა და ბაყაყს ყურს ჩაუკიკინა: -რად გინდა შენ „ადიდასი“, ჩემო სულელო ყიყინავ?
ჭაობში უნდა იცურო, დაგიმძიმდება პიჯაკი, არც ფეხსაცმელი გჭირდება, ტყუილად, რაღად იძახი?
ბოტასში ტლაპო ჩაგივა, მაინც ჩაიცვამ მათ ჯიბრზე? წყლიდან როგორღა ამოხვალ? როგორ იხტუნებ ნაპირზე?
ბაყაყმა ცრემლი შეიშრო, ყიყინიც მალე შეწყვიტა, მართალიაო ბეკეკა, მან ფიქრებში გადაწყვიტა.
მადლობა უძღვნა მეგობარს: -ლოდინით ტყუილად დავოსდი, ჩემი სამოსიც მყოფნისო! მყისვე ისკუპა ჭაობში.
მანანა ტონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ,,ადიდასი,, არ უხდება ამ ლექსს ,,ადიდასი,, არ უხდება ამ ლექსს
3. საცურაო კოსტუმებიცა აქვს ,,ადიდასს'' :))) საცურაო კოსტუმებიცა აქვს ,,ადიდასს`` :)))
2. გმადლობთ!)) გმადლობთ!))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|