 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 30 სექტემბერი, 2014 |
ნინო დარბაისელი
ჰეი ჯეიმსის გადასახვევი
- - - - - - - - -
ჰამბოლტი - ძველი ქალაქია. მთავარი გზიდან შეუდის ორი გადასახვევი, ორივე მარჯვე, მაგრამ ყოველთვის ის გვირჩევნია, რომლისკენაც ამ საღამოს გეზი ავიღეთ, და რომლითაც ადრე, პირველად, ოკეანის თავზე ფრენით დაყრუებული მარწყვის ფესტივალს მეც შევერწყე თავდამარწყვებით.
დრო გაივლიდა გავიგებდი, დავიჯერებდი, რომ უბრალოდ, ამ ქვეყანაში ყველა კუთხეს რაღაც დროს რაღაც სავალდებულო ზეიმი აქვს, თავისი რიგით, საფესტივალო რუტინებით, ხოლო ცხოვრება საზეიმო ფასადებს მიღმა - მუდამ და ყველგან სადაგია, რომ არა იგი - ჩემი ხნის კაცი, ვინც პირველი გადასახვევთან, შორიდანვე აღტაცებული ხელის ქნევით შემომეგება, დილაუზმოს თუ დაღამებულზე ცნობილ სამხრეთულ სიცხესა თუ საშობაო სიცივეში მუდამ სეზონის შესაფერისად, მაგრამ მუდამ მხიარულ ფერში გამოწყობილი, მუდამ იმ მწვანებალახოვან კუთხეში მჯდომი, ბორბლებიანი ეტლიდან ყველა გამვლელ მანქანას ხელს რომ უქნევდა, ზოგჯერ ეტლის სახელურზე ჰელიუმით დაბერილი, ფერად-ფერადი ბუშტებიც რომ ემაგრა ხოლმე. ჰამბოლტელები მანქანის მინას ჩამოწევდნენ: ,,ჰეი, ჯეიმს! როგორა ხარ, კარგ დღეს გისურვებთ!"- ჩვენც მათ ვბაძავდით, მისამართებსაც ვინიშნებდით ხოლმე ამგვარად: ,,ჰეი ჯეიმსის გადასახვევს რომ გამოსცდები, ორი მილია, და მერე მარჯვნივ, იქვე, ,,ქრისტეს ეკლესიასთან"!
გზაზე ირმები გვიხტებიან, მაგრამ ასეთ დროს პოსომი უფრო საფრთხილოა. სავალ ნაწილზე მარტო ჩვენა ვართ! აი, ჩვენი გადასახვევიც, აი კუთხეც - - უკაცრიელი ! და უხმოდ, უხმოდ უნდა ვიაროთ, ისე უხმოდ, რომ გავიგონოთ, რაზე წუის ქარი პირმწარი, ჰელოვინისფერ ფოთლებს რომ გვაწევს.
აი, როგორი შემოდგომაა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ( ტექნიკური პრობლემების გამო მეშინია, ამ ნაწილის ჩამატება კომენტარში. ამიტომ ცალკე ვდებ გაგრძელებას. ანუ ჯერ ქვემოთა უნდა იყოს და მას ებმის.)
წლების მანძილზე დაჟინებით მირჩევდნენ ახლობლები, ან ინგლისურად მეთარგმნა ჩემი ლექსები, ან ინგლისურად წერა მეცადა. სულ მაშინებდა ეს წინადადება და თავს ვიმართლებდი თუ ვიმშვიდებდი, ნეტა რა აზრი აქვს -მეთქი. და აი, გავრისკე... რაკი ,,ქანთრის,, სამშობლოში ვცხოვრობ, სტილიც ,,ქანთრის" ლირიკისა ავიღე: ყოფითი, სევდიანი - დრამატული და არა - ტრაგიკული. განსხვავებით ქართველი მკითხველისგან, რომელიც თითქოს მოითხოვს, ავტორს მუდამ მკერდიდან სისხლმდინარეს ხედავდეს, აქაური, ქანთრის მიჩვეული მკითხველი ავტორისგან მეტ თავშეკავებას და მსუბუქ მახვილგონოვრობას მოელის. პოეტური ენაც ნაკლებდატვირთულია მეტაფორულობით თუ ორნამენტიკით. ორიოდე ღია კალამბურს სჯერდება. ეს საკუთარი ლექსის თარგმნისას კიდევ უფრო საცნაური გახდა ჩემთვის. ქართული ვერსია უფრო ,,გავამდიდრე". ( ტექნიკური პრობლემების გამო მეშინია, ამ ნაწილის ჩამატება კომენტარში. ამიტომ ცალკე ვდებ გაგრძელებას. ანუ ჯერ ქვემოთა უნდა იყოს და მას ებმის.)
წლების მანძილზე დაჟინებით მირჩევდნენ ახლობლები, ან ინგლისურად მეთარგმნა ჩემი ლექსები, ან ინგლისურად წერა მეცადა. სულ მაშინებდა ეს წინადადება და თავს ვიმართლებდი თუ ვიმშვიდებდი, ნეტა რა აზრი აქვს -მეთქი. და აი, გავრისკე... რაკი ,,ქანთრის,, სამშობლოში ვცხოვრობ, სტილიც ,,ქანთრის" ლირიკისა ავიღე: ყოფითი, სევდიანი - დრამატული და არა - ტრაგიკული. განსხვავებით ქართველი მკითხველისგან, რომელიც თითქოს მოითხოვს, ავტორს მუდამ მკერდიდან სისხლმდინარეს ხედავდეს, აქაური, ქანთრის მიჩვეული მკითხველი ავტორისგან მეტ თავშეკავებას და მსუბუქ მახვილგონოვრობას მოელის. პოეტური ენაც ნაკლებდატვირთულია მეტაფორულობით თუ ორნამენტიკით. ორიოდე ღია კალამბურს სჯერდება. ეს საკუთარი ლექსის თარგმნისას კიდევ უფრო საცნაური გახდა ჩემთვის. ქართული ვერსია უფრო ,,გავამდიდრე".
1. ძლივს დავდე ნორმალურად. ეს - ინგლისურ ენაზე დაწერილი ჩემი პირველი ლექსის თარგმანია. ლექსის ინგლისურენოვან ორიგინალს, რომელიც განკუთვნილია უნარშეზღუდულთა მხარდასაჭერი აქაური ლიტერატურული კონკურსისათვის, მოგვიანებით დავდებ, რადგან საკონკურსო პირობის თანახმად , მასალა გამოუქვეყნებელი უნდა იყოს და მხოლოდ შედეგების გამოცხადების შემდეგ გვეძლევა მისი გავრცელების ნება. და რაკი თარგმანი ავტორიზებულია, ალაგ- ალაგ ცოტა მეტად მოვაქართულე
ძლივს დავდე ნორმალურად. ეს - ინგლისურ ენაზე დაწერილი ჩემი პირველი ლექსის თარგმანია. ლექსის ინგლისურენოვან ორიგინალს, რომელიც განკუთვნილია უნარშეზღუდულთა მხარდასაჭერი აქაური ლიტერატურული კონკურსისათვის, მოგვიანებით დავდებ, რადგან საკონკურსო პირობის თანახმად , მასალა გამოუქვეყნებელი უნდა იყოს და მხოლოდ შედეგების გამოცხადების შემდეგ გვეძლევა მისი გავრცელების ნება. და რაკი თარგმანი ავტორიზებულია, ალაგ- ალაგ ცოტა მეტად მოვაქართულე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|