ისევ ღამეა და ჩუმი ქარი, უძინარი და კვლავ ფხიზელია, მოწყენილი და გაუგებარი, თეთრი ბაღები სხივებს ელიან.
ლანდად ფანჯრები დასცქერის მიწას, და მთვარე თითქოს მზე არის ღამის, კვლავ შენ გიმიზნებ ოცნების მიზანს, და მოსჩანს ძეგლი თამარის მამის.
მტკვარზე ნესტიან ფოთლებს დავითვლი, ხიდზე გავივლი უფრო მწუხარე, ვუახლოვდები მთებს,მომდევს ფიქრი, და შენს ველურ გულს კენჭი ვუყარე.
გროვდება უფრო,ღამე გროვდება, მაგრამ ეს ერთიც სხვების მსგავსია; ეს ღამეც მკაცრად გამისწორდება, ჩემი პლანეტა ვფიქრობ მარსია.
და როცა ისევ მოვა ზამთარი, როცა პატარძალს ედრება მდელო, უცხო პლანეტის ხარ ბინადარი, შენ ჩემი მუზის ერთო მფლობელო,
ღამეა,კედლებს ეხება სიო, და კუნძულებად ეტყობა ჩრდილი; ახლა შავი ზღვა უგალობს რიონს, უფრო მცოდნეა,უფრო გაწვრთნილი.
ნუ გათენდები არ მინდა დილა; მე უფრო ღამის პოეტი გავხდი, ქარმა მშრალ ტოტებს გააწნა სილა, შენც მოგიტანა დედოფლის ტახტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ულამაზესი!!! ულამაზესი!!!
12. ცუდი არაა, მაგრამ მიედ-მოედები რაღაცეებს, ანუ ჩამოყალიბებული არ ხარ!!! ცუდი არაა, მაგრამ მიედ-მოედები რაღაცეებს, ანუ ჩამოყალიბებული არ ხარ!!!
11. ვუახლოვდები მთებს,მომდევს ფიქრი, და შენს ველურ გულს კენჭი ვუყარე
ნო კომენტ ვუახლოვდები მთებს,მომდევს ფიქრი, და შენს ველურ გულს კენჭი ვუყარე
ნო კომენტ
10. საღოლ ძმაო.... მაგარია... საღოლ ძმაო.... მაგარია...
9. გაიხარე :) ლექსი მართლაც,რომ კარგია :) გაიხარე :) ლექსი მართლაც,რომ კარგია :)
7. ლიდერი ხარ>>>>>>>>>>>> ლიდერი ხარ>>>>>>>>>>>>
6. ქარმა მშრალ ტოტებს გააწნა სილა,
მომეწონა,ლამაზი სახეები გაქვს ბვერი:)
ქარმა მშრალ ტოტებს გააწნა სილა,
მომეწონა,ლამაზი სახეები გაქვს ბვერი:)
5. და მთვარე თითქოს მზე არის ღამის.. - მომეწონა..
გრანელის სუნთქვა მომესმა.. ადგილ.. ადგილ.. კარგი ლექსია მთლიანობაში..
გაიხარე..
და მთვარე თითქოს მზე არის ღამის.. - მომეწონა..
გრანელის სუნთქვა მომესმა.. ადგილ.. ადგილ.. კარგი ლექსია მთლიანობაში..
გაიხარე..
4. იმედოს გაუმარჯოოოს! 5 იმედოს გაუმარჯოოოს! 5
3. ნუ გათენდები არ მინდა დილა; მე უფრო ღამის პოეტი გავხდი, ქარმა მშრალ ტოტებს გააწნა სილა, შენც მოგიტანა დედოფლის ტახტი. 5555555555555 მაგარი პოეტი ხარ. ნუ გათენდები არ მინდა დილა; მე უფრო ღამის პოეტი გავხდი, ქარმა მშრალ ტოტებს გააწნა სილა, შენც მოგიტანა დედოფლის ტახტი. 5555555555555 მაგარი პოეტი ხარ.
2. მაგარი ხააააააარ ;) 5!!! მაგარი ხააააააარ ;) 5!!!
1. კარგიაააააააააააააააააა :) კარგიაააააააააააააააააა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|