ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
1 ოქტომბერი, 2014


ბეკინა (ბავშვი დედის მუცელში:))

ბეკინა

ზის დედიკოს მუცელში
პაწაწინა ბეკინა.
კაკი- კუკი, დედეიკო,
მითხარ, ხომ არ გეტკინა?
უკვე მეც შემიყვარდით,
შენც და ჩემი მამიკოც,
ბიძა ლადოც,დეიდაც,
ბაბუც, ბებო მაშიკოც.
ჩათვალეთ, რომ თქვენთან ვარ,
ჯერ კი სულ ძილს ვუნდები,
მე რომ მოგევლინებით,
დამახვედრეთ ბურთები.
მანამ ჩემო მამიკო,
გაგვიფრთხილდი ორივეს,
მე და დედა ერთნი ვართ,
მუდამ ერთად ვგოგინებთ.))
არ მიგვაკლო გვაჭამე,
ვაშლი, მსხალი ატამი,
უიიი, კიდევ იცი რა?
ბროწეული, ბანანი,
გავიზრდები ვაჟკაცი,
ხელზე ჩაგეჭიდები,
ცოტას თუ დაიღლები,
იქვე შეგეხიდები.
მამიიი ისე მიყვააააარ,
ლამის მღერა დავიწყო,
იცით როგორ მომინდა,
ერთმანეთი გავიცნოთ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები