ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
5 ოქტომბერი, 2014


ნინი და საზამთრო

ნინი და საზამთრო

უჰ, რა გემრიელია
დალოცვილი საზამთრო!
მისმა სიტკბომ, სურნელმა
ნინი სულ მთლად დაათრო.

დაიჭირა ორ ხელში,
თავი ჩარგო უცებვე,
და საზამთროს წვეთები,
მოგორავენ მუცელზე.

წვენიც სვრიპა უზომოდ,
თან გემოც ჩაატანა,
მარტო თავის პირს კი არ,
ცხვირსაც ბევრი აჭამა.


სისხლისფერი საზამთრო,
შავ- ხალება,ხატულა,
ისევ თვისკენ მოუხმობს,
თვალიც ჩაუპაჭუნა.

საზამთროსკენ მიიწევს
ჩვენი ციცქნა ქალია:
-ტკბილი რომ ხარ,მინდიხარ,
განა ჩემი ბრალია?!

გაიწება გოგონა
შეიყვარეს მწერებმა,
ეხვევიან, მთელს ტანზე
იწყეს მისი ფერება.

ამ დროს დედაც მოვიდა,
პირს ღიმილი ჰფენია,
ჩქარა,აბაზანისკენ
გაისტუმრა ნინია..

მანანა ტონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები