ავტორი: ლელუკა ლაშხი ჟანრი: პოეზია 8 ოქტომბერი, 2014
* * *
დამელოდეთ! ჯერ არ დავბადებულვარ. 16 აპრილს გამაჩენს დედაჩემი ზუსტად ვიცი. ერთხელ უკვე სცადა. სხვაგან მოვხვდი და აუცილებლად უნდა დავიბადო ახლა _იქ. ზამთრდება. უნდა გამოვიძინო დედაჩემის ფილტვებში. გამოზაფხულზე გესტუმრებით_ჩემს ადგილზე,ჩემს დროს! დამელოდეთ!