არსებობენ დიდი ხელოვანები, არსებობენ ჩემი მსგავსებიც მაგრამ ცოცხალია ის...
მან არ იცის, რამდენად სუფთა სული აქვს...
ის განწირულია...
ის გაცილებით არაამქვეყნიურია, ვიდრე „ვეჟინოვის დოროთეა“...
მან ფრენა მასწავლა, შეგრძნება, დუმილით საუბარი, სულის მოსმენა..
თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ მასზე ისევე, როგორც მას საკუთარ თავზე...
მან იცის, რომ განწირულია და არ უნდა- -სხვაც გაწიროს...
მას ყველა უყვარს, მაგრამ არ არის ბედნიერი... არ მიკვირს, რადგან არ არსებობს მისი ღირსი, არ არსებობს ისეთი სისუფთავე, როგორიც ის არის...
შეუძლებელია დავივიწყო თაღი, სადაც თავი შევაფარეთ წვიმას... ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და მას შემდეგ მოვიარეთ ქალაქი ფეხით და ყოველ ჩვენს შეხვედრაზე ამინდი იწყებდა წვიმას...
როგორ ავუხსნა- -როცა მასთან მივდივარ, ჩემი სული თავს ხრის და იწყებს ტირილს, როგორც გავლით შესული კაცი ეკლესიაში, გალობის დროს...
მას იმდენად ვუყვარვარ, რომ არ უნდა გული მატკინოს, ამიტომ უარს ამბობს ჩემს სიყვარულზე...
ახლა 2014 წლის 2 ივლისია, დილის 8 საათი და 22 წუთი... მე ვარ 25 წლის... დაახლოებით 2 კვირის წინ ვისხედით იმ ადგილას, სადაც ხშირად ხეტიალობს ხოლმე... მშვიდი საღამო იდგა და გზის მეორე მხარეს იყო მესაზამთროვე, რომელიც არ გვაშორებდა თვალს, ბნელოდა, შესაბამისად გვხედავდა 2 განსხვავებულ სილუეტს, რომლებიც საკუთარ ჩრდილებს ვუღებდით სურათს... და ფიქრობდა იმის შესახებ, თუ რას ვეუბნებოდით ერთმანეთს იმ დროს...
იმ დროს ჩვენ არაფერს ვეუბნებოდი ერთმანთს... იდგა მხოლოდ სიჩუმე და 2 ჩრდილი...
მან არ იცის (თუმცა ხვდება), თუ რამდენად უყვარს და რამხელა პატივს სცემს ბედნიერებამიტოვებული კაცი...
ნურასდროს დაადანაშაულებ შენს თავს... შენ არ ხარ დამნაშავე...
შენ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები ხარ, რაც კი ღმერთს შეუქმნია აქამდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ვაიმე რა კარგია 5 ვაიმე რა კარგია 5
7. ნეტავ დიდი ხელოვანების შემჩნევის ნიჭი მქონდეს. 5. ნეტავ დიდი ხელოვანების შემჩნევის ნიჭი მქონდეს. 5.
6. ეს ძალიან მაგარი ნაწერია! მთელი სულია შიგ ჩადებული და ბევრი ვერც გაიგებს... აბა რაა სულ 5 კომენტარი?
>მას იმდენად ვუყვარვარ, რომ არ უნდა გული მატკინოს, ამიტომ უარს ამბობს ჩემს სიყვარულზე...<
>მან არ იცის (თუმცა ხვდება), თუ რამდენად უყვარს და რამხელა პატივს სცემს ბედნიერებამიტოვებული კაცი...<
>შენ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები ხარ, რაც კი ღმერთს შეუქმნია აქამდე...<
ძალიან მაგარი ხარ, ირაკლი. ამ შთაბეჭდილებით დავტოვებ საიტს გარკვეული ხნით. რა კარგია, რამხელა ბედნიერებაა, რომ არსებობენ კარგი პოეტები. მადლობა ამისთვის. ეს ძალიან მაგარი ნაწერია! მთელი სულია შიგ ჩადებული და ბევრი ვერც გაიგებს... აბა რაა სულ 5 კომენტარი?
>მას იმდენად ვუყვარვარ, რომ არ უნდა გული მატკინოს, ამიტომ უარს ამბობს ჩემს სიყვარულზე...<
>მან არ იცის (თუმცა ხვდება), თუ რამდენად უყვარს და რამხელა პატივს სცემს ბედნიერებამიტოვებული კაცი...<
>შენ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები ხარ, რაც კი ღმერთს შეუქმნია აქამდე...<
ძალიან მაგარი ხარ, ირაკლი. ამ შთაბეჭდილებით დავტოვებ საიტს გარკვეული ხნით. რა კარგია, რამხელა ბედნიერებაა, რომ არსებობენ კარგი პოეტები. მადლობა ამისთვის.
5. + 5 მომეწონა ძალიან... + 5 მომეწონა ძალიან...
2. არ ვიცი რა ვთქვა...
ბერო.
5 არ ვიცი რა ვთქვა...
ბერო.
5
1. მართალი ხარ, არსებობენ დიდი ხელოვანები.
5 მართალი ხარ, არსებობენ დიდი ხელოვანები.
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|