ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ჭ.
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2014


ნანატრი ლოცვა

მინდა ჩურჩულით წარმოვთქვა ლოცვა,
ხატის წინ ვიდგე,
თავდახრილი.
და მდუმარებამ დარეკოს ზარი,
მშვიდად მოქარგოს
ჩემი მანდილი.
და დავიჩოქო...
სული ჩამიწვას, ბაგე დამიწვას,
ამიქვითინდეს
სანთელი წმინდა,
და ვიჩურჩულო...
ღამე დამაწვეს...
უფალო,ძლიერ ჩამკიდე ხელი,
ვილოცო მინდა.
და დავიფერფლო...
და მდუმარებას ცრემლი არღვევდეს
თვალიდან, ციდან,
უფალო,
ძლიერ ჩამკიდე ხელი,
ვილოცო მინდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები