ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2014


(ღამეა... შენს ფანჯარასთან ვდგავარ)

ღამეა...
შენს ფანჯარასთან ვდგავარ...
გირეკავ
და
გეუბნები,
რომ
გადმომხედო...

შენ მპასუხობ:
"ვერა ირაკლი,
ვერ გადმოვიხედები,
ვწევარ
სრულიად შიშველი
და
ცივა..."

ამ მცირე დეტალს,
იმიტომ ვყვები,
რომ მინდა
მადლობა გადაგიხადო,
რამეთუ
ეგ იყო
ჩემდამი
შენი
პირველი
გულის
გადაშლა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები