ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2014


ორი: युग | सती

युग

ჩვენ  „იუგა“ ვართ,
დავიბადეთ რომ გვყვარებოდა
და გამოვზარდეთ
"მე და შენ" ამ ხელისგულებში,
ხოლო როდესაც
ვუღალატეთ საკუთარ თავებს,
ერთმანეთისთვის განაჩენი გამოვიტანეთ.




सती 

და როგორც სატი,
შეწირული მსხვერპლად კოცონზე,
ჩვენი სიშორეს ისეთივე ჭეშმარიტია -
გარდაუვალი...








***იუგა -  "წყვილი", დროის პერიოდი ინდუიზმში, სამყაროს განვითარების ერთ-ერთი ხანა - მისი დაბადების, ზრდის, დაკნინების და განადგურების ციკლი.
***სატი -  "ჭეშმარიტი”,  ინდუისტურ მითოლოგიაში ღვთაება, რომელმაც ჩაშლილი ქორწინების გამო თავი სამსხვერპლო კოცონზე დაიწვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები