### მე ყოველ დილით ფანჯრებს ვაღებ ჩემი ოთახის. ჩემი მეზობლები წუხდებიან, ყოველ დილით ჩემი ოთახიდან გადის სიჩუმის ხმა.
### ერთხელ ციგნის ბავშვს მეტროსადგურში, ვიღაც გამვლელმა დედის თვალწინ, უპატრონოო უთხრა. მახსოვს დედამ როგორ ჩაყლაპა ცრემლი.
### გუშინ ბერიკაცს ვესაუბრებოდი ათას რამეზე, და წამიერად ისე ჩაფიქრდა, ღმერთო შემინდე, დავინახე როგორ ქმნიდი სამყაროს.
### ოთახში, სადაც ჩვენ ორნი ვიყავით, გაზაფხულის სურნელი დატრიალდა, მას შემდეგ, რაც შენი თითები ჩემს ხვეულ თმაში აყვავილდნენ.
### გუშინ ქუჩის მუსიკოსებს ჩავუარე, ისე მღეროდნენ, მივხვდი, სცენა ვერ გუობს დახურულ სივრცეს.
### ოთახის კარი ღია დამრჩა გუშინ საღამოს, დედამ შემოიხედა, უმისამართოდ მიყრილ ნივთებში ჩემი მშვიდი ძილი გაარჩია მხოლოდ.
### გასულ წელს ახალგაზრდა მოკვდა სოფელში. მახსოვს ალუბლები ყვაოდნენ. მერცხლებთან ერთად მოვიდა იმ წელს სიკვდილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გუშინ ქუჩის მუსიკოსებს ჩავუარე, ისე მღეროდნენ, მივხვდი, სცენა ვერ გუობს დახურულ სივრცეს.
რა კარგია. გუშინ ქუჩის მუსიკოსებს ჩავუარე, ისე მღეროდნენ, მივხვდი, სცენა ვერ გუობს დახურულ სივრცეს.
რა კარგია.
4. ### ოთახის კარი ღია დამრჩა გუშინ საღამოს, დედამ შემოიხედა, უმისამართოდ მიყრილ ნივთებში ჩემი მშვიდი ძილი გაარჩია მხოლოდ. ### ოთახის კარი ღია დამრჩა გუშინ საღამოს, დედამ შემოიხედა, უმისამართოდ მიყრილ ნივთებში ჩემი მშვიდი ძილი გაარჩია მხოლოდ.
3. ეს ჩრდილი სამხრეთის არ არის ;)
ყველას არ შეუძლია დაინახოს ბოშა ქალის ჩაყლაპული ცრემლები.
კარგი ხედვაა, გადმოცემაც.
ეს ჩრდილი სამხრეთის არ არის ;)
ყველას არ შეუძლია დაინახოს ბოშა ქალის ჩაყლაპული ცრემლები.
კარგი ხედვაა, გადმოცემაც.
2. ბოლოს გარდა ყველა მომეწონა ბოლოს გარდა ყველა მომეწონა
1. გუშინ ქუჩის მუსიკოსებს ჩავუარე, ისე მღეროდნენ, მივხვდი, სცენა ვერ გუობს დახურულ სივრცეს.
ძალიან მაგარია....
სულ სხვა განზომილება.
ყოჩაღ ავტორო გუშინ ქუჩის მუსიკოსებს ჩავუარე, ისე მღეროდნენ, მივხვდი, სცენა ვერ გუობს დახურულ სივრცეს.
ძალიან მაგარია....
სულ სხვა განზომილება.
ყოჩაღ ავტორო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|