 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 14 ოქტომბერი, 2014 |
მამხელე ისავ? ჩამოჯექ, მოდი ცეცხლაის პირზე, ვიუბნოთ რამა, მე და შენ, ერთურთს შემოვრჩით ორნი, მე და შენ, ფიქრობ, ცოტაა განა? შენ აქაობის მიამბე, ღმერთის, ყრუ ხეობას რომ სდარაჯობს მარტოდ, ხანდისხან ვხედავ მიჰყვება აღმართს თავჩახრილი და არცარას ჰნატრობს თითქოს... რა ვუთხარ ბეჩავ სიბერეს, ერთხალაც ნისლებს გავჰყვები ცამდე, მის ალერსს იქ თუ მაინც ვიგემებ, ჯანდაბას, აქ რაც სურვილი დამრჩეს... მოდი, ჩამოჯექ, რა სტუმარივით დაჰყუდებულხარ, ვიუბნოთ რამა, ღამევ, შემოვრჩით მე და შენ ერთურთს, მე და შენ, ფიქრობ, ცოტაა განა?
სიცოცხლით დაცლილ ამ ხეობაში მე და შენ, ორნი? არამც და არამც...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მადლობის მეტი რა მეთქმის :) გაკოცეთ :*
მადლობის მეტი რა მეთქმის :) გაკოცეთ :*
17. მომეწონა! ძალიან კარგია! მიყვარს მთის მელოდია. ამ ლექსმა გამახსენა სიმღერა "ჩვენ ახლა ერთურთს", მარიამ ელიეშვილი რომ მღერის. ყველაფერი მომწონს რასაც საქართველოს მთების სურნელი მოაქვს. მომეწონა! ძალიან კარგია! მიყვარს მთის მელოდია. ამ ლექსმა გამახსენა სიმღერა "ჩვენ ახლა ერთურთს", მარიამ ელიეშვილი რომ მღერის. ყველაფერი მომწონს რასაც საქართველოს მთების სურნელი მოაქვს.
16. უფ, რა კარგია. მიყვარს მთიულურ კილოზე დაწერილი ლექსები... აი, მთის ნიავმა დაუბერა, თან ცეცხლის პირზე. მოკლედ ეს წარმოსახვა გარბის თავის ნებაზე. :D ხუთიანი იასნად 555 უფ, რა კარგია. მიყვარს მთიულურ კილოზე დაწერილი ლექსები... აი, მთის ნიავმა დაუბერა, თან ცეცხლის პირზე. მოკლედ ეს წარმოსახვა გარბის თავის ნებაზე. :D ხუთიანი იასნად 555
15. მშვენიერია. მშვენიერია.
14. დიდი მადლობა ყველას, ყველას, ყველას :) დიდი მადლობა ყველას, ყველას, ყველას :)
13. მომწონს ძალიან...5 :-* ვთქვი იქაც...:) მომწონს ძალიან...5 :-* ვთქვი იქაც...:)
12. ღამევ, შემოვრჩით მე და შენ ერთურთს, მე და შენ, ფიქრობ, ცოტაა განა?
ნამდვილად არაა ცოტა. კარგია ძალიან. ) ღამევ, შემოვრჩით მე და შენ ერთურთს, მე და შენ, ფიქრობ, ცოტაა განა?
ნამდვილად არაა ცოტა. კარგია ძალიან. )
10. მე და შენ, ფიქრობ, ცოტაა განა?
სიცოცხლით დაცლილ ამ ხეობაში მე და შენ, ორნი? არამც და არამც... ++++++++++5555555 მე და შენ, ფიქრობ, ცოტაა განა?
სიცოცხლით დაცლილ ამ ხეობაში მე და შენ, ორნი? არამც და არამც... ++++++++++5555555
7. კარგი ხარ ირი... 5 კარგი ხარ ირი... 5
6. "მე და ღამე"- ავტორი ირინკა :)
ყრუ ხეობის მოდარაჯე მარტოხელა ღმერთი კაცივით შემებრალა.
ძალიან კარგია.
ის იქ თავის იმერეთზე და შენ აქ- შენს ხეობაზე რა ფიქრიან-ლამაზად დარდობთ...
"მე და ღამე"- ავტორი ირინკა :)
ყრუ ხეობის მოდარაჯე მარტოხელა ღმერთი კაცივით შემებრალა.
ძალიან კარგია.
ის იქ თავის იმერეთზე და შენ აქ- შენს ხეობაზე რა ფიქრიან-ლამაზად დარდობთ...
5. მე და ღამე მთის ხმაზე :)
კარგი ხარ ირა, ძალიან. მე და ღამე მთის ხმაზე :)
კარგი ხარ ირა, ძალიან.
4. მშვენიერია! მშვენიერია!
3. კარგი ხარ, ირინკა-ვ *)) ++ კარგი ხარ, ირინკა-ვ *)) ++
1. ირინკა :)
შენი პოეზია ისეთია... ელეგანტური ირინკა :)
შენი პოეზია ისეთია... ელეგანტური
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|