ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2014


* * *

ბოლო დღეებიდან ვერაფერს ვიხსენებ ბევრს.
საქართველოდან წამოსვლამდე!
ბოლო ორი დღიდან.
ჩემი ფიქრები იქ აღარ იყო.
ეს ცხადად მახსოვს.
არც ის მახსოვს,
სად იყო ზუსტად.
იმიტომ არა,
რომ ჯიბეში თითმფრინავის ბილეთმა ღრუბლებს გაასწორო უნახავ სივრცეებში.
არ ვიცოდი რა მჭირდა და იმიტომ.
ვტოვებდი ყველაფერს.
ყველას,რაც ვიცოდი რომ ვიცოდი და მივდიოდი,
სადაც წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო და რა იყო.
მხოლოდ სუნი მახსოვს ჩემი ადამიანის,
ვისთან ჩახუტებულსაც მეძინა გათენემამდე
და
დაულაგებელი ფიქრები მახსოვს.
გამთენიისას.
თვალი რომ გავახილე და დავინახე,
როგორ მიყურებდა დარდიანად.
ის მახსოვს.
გზა მახსოვს აეროპორტამდე.
მანქანები და ხალხი არა.
უამრავი ხალხი.
მხოლოდ ორი ჩემიანი მახსოვს.
ზურგჩანთიდან ამოღებული
და
ოპერატორზე მიწოდებული აკანკალებული ბილეთი მახსოვს.
ისევ სუნი ჩემი ადამიანის.
ესკალატორზე დამდგარი ჩამი თავი
და
უკან გამოპარული თვალები.
ზურგაჩანთაში წყლის ბოთლის ხმა
და
საფულეში ორი ფოტო.
რომელიც ახლაც ისევე დევს ზუსტად.
ჩემი შვილის ნაჩუქარი ორი გვირილა_ასევე საფულეში.
დიდი ხანია ამოვიღე და წიგნში შევინახე.
მახსოვს ხალხისგან გადატენილი ცარიელი აეროპორტი.
არაფრისმთქმელად სავსე ჩემოდნები.
მომაკვდინებლად დამაყრუებელი ხმაური.
თვითმფრინავის გუგუნი
და
ჰაერში დარჩენილი ჩემი მრგვალი ქვეყანა!
მის მუცელზე,
ჩრჩილისგან შეჭმულ ძაფზე დაკიდებული ადამიანები.
ვისც ამ გაქცევამდე,
ცხოვრების ოცდაათი წელიწადი ვუყურებდი.
სულ ეს მახსოვს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები