ახლა, ისე მინდა კვლავაც მოგეფერო, თვალნი დაგიკოცნო, ჩემსკენ მომზირალი, მართლა ჩემი ხარ, თუ ოცნებებში გჩემობ?! მაშინ ამ გულს ვკითხავ, რად არის მტირალი. ხელებს დაგიკოცნი, ღმერთს რომ ევედრები, შორ გზებს რომ კვეცენ და მაინც რომ მწვდებიან, ბაგეს, არა, ბაგეს ვეღარ შევეხები, ბაგე სულ დამფერფლავს ისეთი მწველია. მკერდზე მინდა ახლა, მკერდზე გეამბორო, შიგ რომ გული ბუდობს, ჩემთვის ანთებული, ძლიერ მიყვარხარო, შენ ერთს გითხრა მხოლოდ, მერე, დაგაძინო ღამეგათეული. დილის სიხალისით, გრძნობა დაგიამებს, გულში ჩაგიკრავ და შენაც მოგაფერებ, ისე დაგაბნევ და გაგითელავ წამებს, დრო, რომ ვეღარ იგრძნო, ისე დაგაბერებ. ჩემი სიყვარულით მარსზე გასეირნებ, აი, როგორი ვარ, ხედავ რამდენს ვბედავ? სულ სხვა გახდები და ჩემთან გახეირებ, შენს გულს თუ უყვარს და ჩემს გულსაც თუ ხედავ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ქ-ნო მანანა, ძალიან კარგია 5 ქ-ნო მანანა, ძალიან კარგია 5
11. ბაგე სულ დამფერფლავს ისეთი მწველია. მკერდზე მინდა ახლა, მკერდზე გეამბორო, შიგ რომ გული ბუდობს, ჩემთვის ანთებული,
:) კარგია ბაგე სულ დამფერფლავს ისეთი მწველია. მკერდზე მინდა ახლა, მკერდზე გეამბორო, შიგ რომ გული ბუდობს, ჩემთვის ანთებული,
:) კარგია
9. გმადლობთ მუხა)) გმადლობთ მუხა))
8. მშვენიერია. მშვენიერია.
7. მადლობა ლუტეცია ძალიან ლამაზი სიმღერაა. გაიხარეთ!
მადლობა ლუტეცია ძალიან ლამაზი სიმღერაა. გაიხარეთ!
6. გმადლობთ მეგობრებო. სერგეი, უკვე მაგრად მეღიმება თქვენზე. არაჩვეულებრივად არაორდინალური რეაქციები გაქვთ ხოლმე)) გაიხარეთ! გმადლობთ მეგობრებო. სერგეი, უკვე მაგრად მეღიმება თქვენზე. არაჩვეულებრივად არაორდინალური რეაქციები გაქვთ ხოლმე)) გაიხარეთ!
5. https://www.youtube.com/watch?v=9aGdlXRM6gw
:) https://www.youtube.com/watch?v=9aGdlXRM6gw
:)
3. არა როგორ გეკადრებათ, რა დაცინვა. სასიამოვნოდ წავიკითხე და გამეღიმა. . :)) არა როგორ გეკადრებათ, რა დაცინვა. სასიამოვნოდ წავიკითხე და გამეღიმა. . :))
2. გმადლობთ მელ ღიმილი რომ მაჩუქეთ)), მაგრამ დავიბენი და რას მივაწერო არ ვიცი)) მოწონებას თუ დაცინვას)) გმადლობთ მელ ღიმილი რომ მაჩუქეთ)), მაგრამ დავიბენი და რას მივაწერო არ ვიცი)) მოწონებას თუ დაცინვას))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|