ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დელ მარი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2014


ბარათი 13

დიდი ხანია გწერ ამ წერილს , მდუმარე  ბარათს ,
დიდი ხანია ამ თოვლიდან ვეღარ გავედი,
მე. შენი ცხელი დედამიწა, წვუმა და გვალვა,
მე შენი მცველი, საპატიო მცველი ნავების..

დიდი ხანია, არ წავსულვარ, ქმარივით დავრჩი,
ერთ სადილს ვიყოფთ, ერთ ნაჭერ ხორცს,  ერთ წყალს ვსვამთ, ჰაერს
იმ გზზეც ნაბიჯს შენ მიტოვებ რომელიც არ ჩანს,
რომელიც არ ჩანს ის გზაც შენ ხარ. ის ძველი შარა

სადაც ვიარე, შენი თოვლის თეთრი თვალები,
შენ უდაბნოდან ჩამოტანილ ყვავილის მსგავსად,
კვდები აქ სამხრეთ სიცივეში და დაატარებ,
შორეულ სივრცეს აღმოსავლურ, ღიმილით სავსე..

დიდი ხანია იმდენად დიდი,
ეს სიყვრულიც დაიმსახურე,
დრო კი თოვლივით ცივი და მშვიდი,
დაკარგე როგორც ძველი საყურე..

არ უნდა დავრჩე აქ დარჩენა სახიფათოა,
თუ სიკვდილია, ჩვენს მაგივრად არ მოკვდნენ სხვები,
დღეს ისევ ჩუმად მოვედი და ისე დათოვა,
გადამიღობა წასასვლელი (შენიდან) , გზები..

მიყვარხარ , მახსოვს საუკუნეა,
მიყვარხარ ვიცი, განუკურნებლად

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები