ავტორი: უცნობი ნიკი ჟანრი: პოეზია 21 ოქტომბერი, 2014
----
ისევ სიჩუმეს და საკუთარ ჩასუნთქვებს ვუსმენ, წვიმის წვეთები უხმაუროდ ასკდება მინას, შავი სინეთლე მზეზე მეტად მიჭუტავს თვალებს, პლედი მახურავს და მგონია ავისგან მიცავს. ისევ მაბრაზებს საკუთარი უსუსურობა, კვლავ უხმაუროდ ასკდებიან ფიქრები ნერვებს, დასამშვიდებლად, მაჯისცემის მოსმენას ვცდილობ, ხელზე,თავისით დაეძებენ თითები ვენებს.