 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: თარგმანი 25 ოქტომბერი, 2014 |
სერგეი ესენინი
წერილი დედას - - - - - - - - - - - -
ცოცხალი ხარ, ბებრუცანავ ჩემო? მეც - რა მიჭირს, სალამს გითვლი თუკი. დე, განათდეს შენი ქოხის ჩერო იმ საღამოს გამოუთქმელ შუქით!
მწერენ, თითქოს მღელვარებას მალავ, ნაღვლიანი დღეც და ღამეც მელი, სოფლის გზაზე გამოდიხარ მალ-მალ ძველმოდური შენი მოსაცმელით.
ღამ-ღამობით სულ გასცქერი წყვდიადს, და მუდმივად გელანდება თანაც, დუქნის ჩხუბში შვილი მკვდარი გდია, გულში ჩასცეს მას ფინური დანა.
მოიშორე, მშობლიურო, შფოთვა, ეს სიმძიმე - მოჩვენება ავი. არ ვარ ისე უსაშველოდ ლოთი, სადღაც მოვკვდე, დედის უნახავი.
ის სინაზე, ძველებური დამდევს, და ერთს ნატრობს გული მონაოხი, რომ როგორმე გამოვექცე დარდებს. მომენატრა ჩვენი ციცქნა ქოხი.
დავბრუნდები, თეთრს რომ გაშლის ტოტებს ჩვენი ბაღი, მზისთვის გასაცინად, ოღონდ ნუღარ გამაღვიძებ, ოდეს ირიჟრაჟებს, როგორც რვა წლის წინათ.
ნუ აღვიძებ ნაოცნებარს ახლა, არამხდარიც დავივიწყოთ უკვე. მეტისმეტი დანაკარგი, დაღლა გამოსცადა ჩემმა სიჭაბუკემ.
ნუღარც ლოცვას ნუ მასწავლი, კმარა, ძველი გაქრა, დავიწყება უქადს. შენ ხარ ჩემი ხსნა და შვება მარად, მეგულები გამოუთქმელ შუქად.
ჰოდა, კმარა, ნუღარ დარდობ ასე, ნუღარ შფოთავ, ასე ნუღარც მელი, და მალი-მალ ნუ გადიხარ გზაზე. ძველმოდური შენი მოსაცმელით.
<1924>
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Письмо матери
Ты жива еще, моя старушка? Жив и я. Привет тебе, привет! Пусть струится над твоей избушкой Тот вечерний несказанный свет.
Пишут мне, что ты, тая тревогу, Загрустила шибко обо мне, Что ты часто ходишь на дорогу В старомодном ветхом шушуне.
И тебе в вечернем синем мраке Часто видится одно и то ж: Будто кто-то мне в кабацкой драке Саданул под сердце финский нож.
Ничего, родная! Успокойся. Это только тягостная бредь. Не такой уж горький я пропойца, Чтоб, тебя не видя, умереть.
Я по-прежнему такой же нежный И мечтаю только лишь о том, Чтоб скорее от тоски мятежной Воротиться в низенький наш дом.
Я вернусь, когда раскинет ветви По-весеннему наш белый сад. Только ты меня уж на рассвете Не буди, как восемь лет назад.
Не буди того, что отмечталось, Не волнуй того, что не сбылось,— Слишком раннюю утрату и усталость Испытать мне в жизни привелось.
И молиться не учи меня. Не надо! К старому возврата больше нет. Ты одна мне помощь и отрада, Ты одна мне несказанный свет.
Так забудь же про свою тревогу, Не грусти так шибко обо мне. Не ходи так часто на дорогу В старомодном ветхом шушуне.
<1924>
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მადლობა ბექზა! საინტერესო თარგმანია, კაცური! მადლობა ბექზა! საინტერესო თარგმანია, კაცური!
14. გვარიან ხელის შევლებას კი საჭიროებს, მარა გამოსწორებადი მგონია :) ჩემს ვერსიაზე ვთქვი ეს:) გვარიან ხელის შევლებას კი საჭიროებს, მარა გამოსწორებადი მგონია :) ჩემს ვერსიაზე ვთქვი ეს:)
13. აგერაა ჩემი ვერსია :) (აპარმიჟ-)
სერგეი ესენინი – წერილი დედას
კვლავ ცოცხალი ხარ ჩემო ბებერო? მეც ვცოცხლობ ასე... მოკითხვას გითვლი! დე! ლაჟვარდები, შენს ქოხს ეფერონ, იმ საღამოსფრად... – მოგიხსნან ტვირთი.
მწერენ, რომ დარდობ, დარდს კი, არ ამხელ... და რომ მნატრულობ ხშირად უფრორე, რომ ისევ იცვამ იმ ძველ ტანსაცმელს და გზას გაჰყურებ: "ნეტავ თუ მოველ?..".
ლურჯ სიმწუხრეში – საღამო ხანს კი, ერთი ფიქრით ხარ სულ გარინდული: თითქოს დუქანში, დამთვრალმა არყით, მკერდში მატაკა დანა ფინური.
არაფერია! დამშვიდდი დედა და ნუ აჰყვებით უაზრო ბოდვებს. არც ისე შტერი ვარ, ჩემდა ბედად: შენს უნახავად, ავდგე და მოვკვდე.
კვლავინდებურად ნაზი ვარ ისევ, მხოლოდ და მხოლოდ ვინატრი იმას, რომ ამ სევდის და შფოთის კულისებს, მანდ გამოვექცე – დაგადგე მძინარს.
მე დავბრუნდები, როს გაშლილ ტოტებს – გაზაფხულისას – ქარი გაწიწკნის. გამთენიისას – ოღონდ იცოდე! – ნუ გამაღვიძებ – როგორც რვა წლის წინ.
ნუ გააღვიძებ იარებს – განვლილთ, ნუ ააღელვებ, ვერამხდარ "ნეტებს", – დაღლას, ადრეულს ძალზედ – დანაკლისს, რაც კი, "გულუხვად" გამოიმეტეს.
ნუღარ მასწავლი ლოცვასაც. კმარა! ნუ განვაახლებთ განვლილს – რაც იყო. ხსნაც, სიხარულიც – შენა ხარ მარად, მხოლოდ შენა ხარ, ჩემი მზის სითბო.
მაშ დაივიწყე დარდი – დააცხრე, ნუ ნაღვლიანობ! – ჩემზე უფრორე! და ნუ ჩაიცვამ იმ ძველ ტანსაცმელს... გზას ნუ გაჰყურებ: "ნეტავ თუ მოველ?..".
აგერაა ჩემი ვერსია :) (აპარმიჟ-)

12. კარგი იქნებოდა, თქვენი ვერსიაც დაგედოთ აქ. მუხას რჩევას ქარდა ქარდუხის აზრიც დაერთო ამ სიტყვის შეცვლის საჭიროებაზე. (,,ფეისბუქზე'' )
,,დედაბერი" კი ,,ბებრუცანათი '' იმიტომ შევცვალე, რომ სიზუსტით კი პირველი სჯობდა, მაგრამ ,,ბებრუცანას'' უფრო თბილი ინტონაცია მოაქვს. თან ბგერწერულ კავშირში უკეთ ერთვება თავისი ,,ცანით" კარგი იქნებოდა, თქვენი ვერსიაც დაგედოთ აქ. მუხას რჩევას ქარდა ქარდუხის აზრიც დაერთო ამ სიტყვის შეცვლის საჭიროებაზე. (,,ფეისბუქზე`` )
,,დედაბერი" კი ,,ბებრუცანათი `` იმიტომ შევცვალე, რომ სიზუსტით კი პირველი სჯობდა, მაგრამ ,,ბებრუცანას`` უფრო თბილი ინტონაცია მოაქვს. თან ბგერწერულ კავშირში უკეთ ერთვება თავისი ,,ცანით"
11. კარგი იქნებოდა, თქვეი ვერსიაც დაგედოთ აქ. მუხას რჩევას ქარდა ქარდუხის აზრიც დაერთო ამ სიტყვის შეცვლის თაობაზე. (,,ფეისბუქზე'' )
,,დედაბერი" ,,ბებრუცანათი '' შევცვალე. სიზუსტით პირველი სჯობდა, მაგრამ ,,ბებრუცანას'' უფრო თბილი ინტონაცია მოაქვს. თან ბგერწერულ კავშირში უკეთ ერთვება თავისი ,,ცანით" კარგი იქნებოდა, თქვეი ვერსიაც დაგედოთ აქ. მუხას რჩევას ქარდა ქარდუხის აზრიც დაერთო ამ სიტყვის შეცვლის თაობაზე. (,,ფეისბუქზე`` )
,,დედაბერი" ,,ბებრუცანათი `` შევცვალე. სიზუსტით პირველი სჯობდა, მაგრამ ,,ბებრუცანას`` უფრო თბილი ინტონაცია მოაქვს. თან ბგერწერულ კავშირში უკეთ ერთვება თავისი ,,ცანით"
10. ჩემს ვერსიაში, სიტყვა "ბებერო" მაქვს გამოყენებული :) შუშუნიც ვერ გადმოვაქართულე სურვილისამებრ:)
მგონი წინა ვარიანტი ჯობდა! ჩემს ვერსიაში, სიტყვა "ბებერო" მაქვს გამოყენებული :) შუშუნიც ვერ გადმოვაქართულე სურვილისამებრ:)
მგონი წინა ვარიანტი ჯობდა!
9. მუხა, ასე უკეთესია? მუხა, ასე უკეთესია?
8. მშვენიერი თარგმანია...:-* 555 მსუბუქი...როგორც ესენინის პოეზია... მშვენიერი თარგმანია...:-* 555 მსუბუქი...როგორც ესენინის პოეზია...
7. კარგი თარგმანია, მომეწონა :) კარგი თარგმანია, მომეწონა :)
6. კარგი თარგმანია. თუმცა, "დედაბერო"-ს, სხვა ვარიანი მოუხდებოდა! კარგი თარგმანია. თუმცა, "დედაბერო"-ს, სხვა ვარიანი მოუხდებოდა!
5. Mადლობა კეთილი სიტყვებისთვის. დებორა, დიოტიმა, ასევე ველისციხელი, რომელსაც ძირითადად პროზისთვის ვიყენებდი, სამივე ჩემი, ანუ ნინო დარბაისელის ნიკია. Mადლობა კეთილი სიტყვებისთვის. დებორა, დიოტიმა, ასევე ველისციხელი, რომელსაც ძირითადად პროზისთვის ვიყენებდი, სამივე ჩემი, ანუ ნინო დარბაისელის ნიკია.
4. შესანიშნავი თარგმანია. აქ ადრე ბაკურ სვანიძეს ედო თარგმანი, რომელიც ესენინი ნამდვილად არ იყო, მაგრამ როგორც ლექსი კარგი იყო.
ერთი რამ ვერ გავიგე, დიოტიმა, თქვენ ნინო დარბაისელი ბრძანდებით? თუ ასეა გასაგებია თქვენი ნიკით რატომ დადეთ ნინო დარბაისელის თარგმანი.
მაგრამ თუ თქვენი არ არის, მაშინ უნდა დაგედოთ "სხვა"-ში... მე ასე მგონია, თუ მეშლება - "პარდონ"
პასუხამდე შეუფასებლად ვტოვებ ნინო დარბაისელის ამ მშვენიერ თარგმანს. :)
შესანიშნავი თარგმანია. აქ ადრე ბაკურ სვანიძეს ედო თარგმანი, რომელიც ესენინი ნამდვილად არ იყო, მაგრამ როგორც ლექსი კარგი იყო.
ერთი რამ ვერ გავიგე, დიოტიმა, თქვენ ნინო დარბაისელი ბრძანდებით? თუ ასეა გასაგებია თქვენი ნიკით რატომ დადეთ ნინო დარბაისელის თარგმანი.
მაგრამ თუ თქვენი არ არის, მაშინ უნდა დაგედოთ "სხვა"-ში... მე ასე მგონია, თუ მეშლება - "პარდონ"
პასუხამდე შეუფასებლად ვტოვებ ნინო დარბაისელის ამ მშვენიერ თარგმანს. :)
3. ძალიან მომეწონა. 5 ძალიან მომეწონა. 5
2. ++ მშვენიერია როგორც ყოველთვის ++ მშვენიერია როგორც ყოველთვის
1. ბრავო, ,,ფრიადზეა,, შესრულება ბრავო, ,,ფრიადზეა,, შესრულება
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|