ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2014


წვიმაში ვიარეთ

/„მთებო სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.“/

ტარიელ ხარხელაური

საღამოს შეარხევს მაისი ნიავით,
დილიდან ცხელა და გიხსენებ დილიდან.
თუ გახსოვს, მაშინ რომ წვიმაში ვიარეთ,
ვფიქრობდით, რომ წვიმაც სულ ჩვენთან ივლიდა.

დილიდან უაზროდ ვიწვალებ ხასიათს,
უმიზნო ხეტიალს ისედაც ვეჩვევი.
და ვიცი, ეს ჩემი სიცოცხლის ფასია;
იმ ღამის ავდარი, ფიქრი და ეჭვები.

ყველაფრით ჩემეულს გიყვარებ თავიდან,
ცა კუდში მომყვება, (მზე რომ გვერდს უვლიდა).
ვიცი, რომ ის წვიმა ათასჯერ წავიდა,
მე მაინც იმ დღიდან სულ გალუმპული ვარ.

ღამესაც (პირი ჩანს) მეასედ გავტეხავ,
დავხედავ ძველ ფურცლებს, წიგნიდან ამოჭრილს.
და ვიცი, შენ ჩემი ოცნების სარკე ხარ,
ლანდებად წვიმაშიც მთვრალი რომ გამოვჩნდი.

ჩამოწვა ოთახშიც ლექსების ამინდი,
(მეც იქნებ როგორმე ამიხდეს ოცნება).
იმ ქუჩას,წვიმით სველს, მე მარტო დავივლი,
როგორმე წარსულის სუნი რომ მოვძებნო.

დაგვტოვა წვიმებმა დროებით და სახტად,
ვფიცავ, შეგიყვარებ ყოველ დღე ახლიდან.
მას შემდეგ ეს ლექსიც სადღაც იქ დასახლდა,
უშენოდ მოკვდა და ულოდოდ მარხია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები