ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2014


ალიტერაცია

მზე არის ნაზი,
როგორც ემბაზი,
ოდნავ გეხები შენს თხელ კეფაზე
არცერთი წვეთი არ არის ბრაზის,
ნება ყვავილობს ყველა ვნებაზე,
ახლაა ყველა სინაზე ხაზის,
ზღვა ზის,
ზამბახის ფერია ცაზე
ზამთრის მზის მზითევს,
იღებს მთესველი
და აღარ ფიქრობს გათენებაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები