ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამხრეთის ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2014


***

###

იქნებ
გათოვდეს,
ზამთრის პირას,
მოვიდეს თოვლი.
შემოდგომა კი გაიბუტოს,
კუთხეში მიდგეს...
ასეა ხოლმე,
შეითქმებით თავიდან ორნი,
შემდეგ სიცივე ჩამოდგება
და წასვლა გიწევს.


###

პაპანაქება სიცხეში,
შუადღისას,
მზეს შევეჭიდე.
ვერ მოვერიე,
ჩრდილი გამძვრა,
რაღაც მომაკლდა...

###

ჩემი სახლის წინ
ნეკერჩხლის ხე დგას,
შენი სახლის წინ
ვდგავარ მე.
არც ერთი ვიღლებით,
არც ნეკერჩხალი ყრის ფოთლებს
და არც მე ყურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები