ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2014


შენ რომ უგულო არ ჰყოფილიყავ...

შენ რომ უგულო არ ჰყოფილიყავ,
ხელს არ გამიშვებდი ნისლიანში,
მთაში გვექნებოდა სამყოფელი,
ქოხი დათბილული, ისლიანი.
ხიდებს გავატანდით მღვრიე არაგვს,
არ მივიხურავდით ზამთარს კარებს,
ერთად მოვისმენდით ქარის არაკს,
ერთად დავითვლიდით თოვლის კარვებს.
კოცნად დავქარგავდით ყოველ ღამეს,
არ დავანებებდით გაღვიძებას
რიჟრაჟს, სიყვარული არ დაგვღლიდა,
დიდხანს ვერც ზამთარი გაგვიძლებდა.
გაზაფხულის პირზე დავასწრებდი,
მინდვრად ყველა ყვავილს გაღიმებას,
შემოდგომისფერი ნაწნავები
თავგზას, ეჰ რამდენჯერ აგირევდა,
რომ არ დაგვეკარგა სამყოფელი
მსგავსად ოცნების და ამ ველების,
შენ რომ უგულო არ ჰყოფილიყავ!
მთებს, ხელჩაკიდებულს ამავლევდი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები