როცა ტელეფონში გესმის ასეთი სიტყვა - - „გარდაიცვალა“, ჩუმდები, არ მოაქვს მწუხარე ემოცია, რადგან ვერ იჯერებ... ან ეს სიტყვა იმდენჯერ გაქვს განაგონი, რომ გაუფერულდა, ვეღარ გრძნობ ისეთი გულის პაუზას, როგორიც იმ დრომ იცის, როცა პირველად ხედავ მიცვალებულს... მხოლოდ ყურმილის გათიშვის შემდეგ იღვიძებს ის განცდა, რასაც გარდაცვალება ჰქვია... და ამის შემდეგ ადიხარ კიბეზე... პანაშვიდია... ხვდები ხალხს, ართმევ ხელს და ამდენ ადამიანს, ისეთი გამომეტყველება აქვს თითქოს დაბადების დღეა...
ჩაუვლი ძალით დამწუხრებულ სახეებს, შეხვალ, წრეს დაარტყამ...
და ამასობაში მეორედ ვრწმუნდები, რომ (ჩემის ჩათვლით) ამდენ მოღიმარ მკვდარში ერთადერთი ცოცხალია, რომელიც წევს და ჭეშმარიტად სწუხს იმის გამო, რომ არ შეუძლია გვითხრას ჩვენი საცოდავობა...
ჩამოვდივარ ლიფტით და მეფიქრება იმის შესახებ, რომ მიცვალებულის პატივისცემა დაგვავიწყდა...
დაბოლოს:
რატომღაც შენზე გადმომაქვს ფიქრი და ჩემთვის სიკვდილსაც ეკარგება აზრი, რადგან როცა გარდავიცვლები, იმ ცხოვრებაშიც მარტო ვიქნები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მეც ფინალი მომეწონა.
ვეძებ და ვერ მიპოვია ნაწერი, მძაფრ ემოციას რომ მოიტანს. აღარ ეწერებათ პოეტებსაც კი... მეც ფინალი მომეწონა.
ვეძებ და ვერ მიპოვია ნაწერი, მძაფრ ემოციას რომ მოიტანს. აღარ ეწერებათ პოეტებსაც კი...
5. პ.ს. ნაწერი მომეწონა პ.ს. ნაწერი მომეწონა
4. როცა გარდავიცვლები, იმ ცხოვრებაშიც მარტო ვიქნები...
ვინ იცის ... როცა გარდავიცვლები, იმ ცხოვრებაშიც მარტო ვიქნები...
ვინ იცის ...
3. თოკოს "ქაღალდის ნავი" ამომიტივტივდა ამ ლექსის კითხვისას რატომღაც, თუმცა ეს ლექსი თავისთავად კარგია :) თოკოს "ქაღალდის ნავი" ამომიტივტივდა ამ ლექსის კითხვისას რატომღაც, თუმცა ეს ლექსი თავისთავად კარგია :)
2. მაგარი ნაწერია ბერო :) ძალიან თანაც. დასაწყისი და დასასრული ზუსტი, მოდის ის ემოცია, მოდის კი არა ყველას რომ გვიფიქრია და განგვიცდია... მაგარი ნაწერია ბერო :) ძალიან თანაც. დასაწყისი და დასასრული ზუსტი, მოდის ის ემოცია, მოდის კი არა ყველას რომ გვიფიქრია და განგვიცდია...
1. ძალიან მომეწონა, დაბოლოება განსაკუთრებით. ძალიან მომეწონა, დაბოლოება განსაკუთრებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|