***
ვისწავლე ცხოვრება ბრძნული და იოლი, ზეცისთვის ცქერა და ღვთისადმი ლოცვა, მწუხრისპირს ხანგრძლივად ირგვლივ ხეტიალი, ამაო ღელვა მსურს დავიცხრო როცა.
ხევში რომ შრიალებს აქ ოროვანდები, ცირცელს ყვითელ-წითელს კუნწული შვენის, მხიარულ ლექსებად გულში ხმიანდება სიცოცხლე ხანმოკლე, ლამაზი ჩვენი.
ვბრუნდები, მილოკავს ხელისგულს ფუმფულა, ტკბილად მოკრუტუნე, ნაჩვევი კატა. ტბისპირ სამხერხაოს ცეცხლი ანთებულა - -კოშკურის კაშკაში შორამდე ატანს.
ირღვევა სიჩუმე, სახურავს ყარყატი თუკი დააფრინდა. იყვირებს ხარბად. რომ დამიკაკუნო მომდგარმა ამ კართან, ვეღარც კი გავიგებ შენს მოსვლას ალბათ.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова
***
Я научилась просто, мудро жить, Смотреть на небо и молиться Богу, И долго перед вечером бродить, Чтоб утомить ненужную тревогу.
Когда шуршат в овраге лопухи И никнет гроздь рябины желто-красной, Слагаю я веселые стихи О жизни тленной, тленной и прекрасной.
Я возвращаюсь. Лижет мне ладонь Пушистый кот, мурлыкает умильней, И яркий загорается огонь На башенке озерной лесопильни.
Лишь изредка прорезывает тишь Крик аиста, слетевшего на крышу. И если в дверь мою ты постучишь, Мне кажется, я даже не услышу.
1912
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არის კარი თარგმანი! არის კარი თარგმანი!
3. ძალიან მაგარია ^_^ ძალიან მაგარია ^_^
2. შესანიშნავი თარგმანია. შესანიშნავი თარგმანია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|