| ავტორი: ლელუჩი ჟანრი: პოეზია 7 ნოემბერი, 2014 |
წარსულის აჩრდილს დაღლილი მივსდევ, შენი ძახილის გაგება მსურდა, ისე მჭირდები ყოველდღე, ისე, როგორც, მათხოვარს სჭირდება ხურდა.
განვლილ ბილიკებს ვუთვლი იარებს, იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, მაგრამ რადგან ვიარე, ალბათ უფრო მეტს ვუპოვნი კიდევ.
შეშლილი ქარი მასწორებს მხრებში ასე მგონია არასდროს წავა, ჩემი გულიდან ნაკვალევს ვერ ვშლი და უმოქმედოდ ადგილზე ვდგავარ.
გამიღებს სიო ცხოვრების კარებს, მაგრამ შენ იქ არ დამხვდები, ვიცი, ამიტომ ისევ დავრჩები გარეთ და როგორც გიჟი დავიწყებ სიცილს.
მე არავიზე არა ვარ მეტი, მუზამ ფურცელზე ყოფნა არჩია.. ვინც შენს გვერდით დგას, ის არის ღმერთი, მე კი, არავინ არ გამაჩნია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ..იმედია მალე გიხილავთ თავფურცელზე... +10 ..იმედია მალე გიხილავთ თავფურცელზე... +10
5. დიახ, გამოვასწორე.. მადლობთ:) დიახ, გამოვასწორე.. მადლობთ:)
4. +1
მეორე სტროფში სიტყვა >მეგონა< დაბლაა ჩამოსატანი. +1
მეორე სტროფში სიტყვა >მეგონა< დაბლაა ჩამოსატანი.
1. საინტერესო ნაწერია. წარმატებები. ++ საინტერესო ნაწერია. წარმატებები. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|