ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2014


* * *

რამდენიმე წლის წინათ ერთი სოფლელი გოგო გავიცანი.
დიდი ლურჯი თვალებით.
ბედნიერებას ეძებდა ორღობეში.
დახმარება გადავწყვიტე.
ან მე რა ვიცოდი სად იყო ბედნიერება.ჩემი ვერ მეპოვნა.
ვიფიქრე მარტოკაცი ჭამაშიაც ცოდოა და აქაც გამოვდგებითქო.
მე მასთან ერთდ ბევრი ორღობე გავიარე.
დავათვალიერე ადგილები,სად გაიზარდა.
სულ მთები იყო,სულ მწვანე იყო.ადამიანები არ შემხვედრია ბევრი.
ამიტომ არ იყო ის მარტო.
მოსალოდნელ სიცარიელეზე დარდობდა.
იმაზე_შემოდგომაზე ბეღლები რომ აივსება.ყანა დაცარიელდება.ვაზი შიშვლდება.ხეები ფოთლებს გლოვობენ,
წვიმამ რომ დაალპო და მიწაში შეიწოვა.
პირუტყვს ვიწრო ფიცრულებში რომ შეყრიან,
მალე გასასუქებლად და საშობაოდ ჩასახოცად.
იმაზეც დარდობდა,რომ მე უნდა წავსულიყავი და ორღობეებს მარტო აჰყოლ-ჩაჰყოლა არ აცდებოდა.
მერე ქალაქში ჩამოვიდა.
ხელი მოვკიდე და ვატარე.ჩუმად იყო.არ ლაპარკობდა.
სოფელი არ ენატრებოდა.
ბედნიერებას ეძებდა.არც აქ იყო.
აღმართზე ამოდიოდა,დაღმართს ჩავუყევი და შემომახტა.
შოკოლადის ნაყინი ვჭამეთ და მუსიკას ვუსმენდით ქუჩაში.
დაღამებდამდე დავდიოდით.
დროდადრო ღიმილი ისწავლა.ხანდახან ლურჯი თვალები უღამდებოდა და მეშინოდა არ ეტირა.
თუმცა მინახავს ისინი,როგორ უტირიათ მაშინ,როცა დედა დამარხეს.
მერე დრო რომ გავიდა ეს ტკივილი ხშირად ატირებდა და უნაოჭებდა თვალებს.
ახლაც ტირის ალბათ.
თუმცა მე ძალიან დიდი ხანია არ მინახავს ლურჯი თვალები.
ალბათ ისევ ბედნიერების ძებნაშია და სულ მარტო დაეძებს სოფლის ორღობეში.
ხანაც ქალაქის ხმაურიან ქუჩებში,სადაც ადამიანებს არ აქვთ სახეები და არავინ იცის,
როგორი ფერის თვალები აქვს ბედნიერებას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები