###
მე ასე მჯერა.- რაც მეტად გტკივა, უფრო ჩუმად ხარ... და სიყვარულიც ხშირ შემთხვევაში, ხმადაგუდული ტკივილია- არავის ესმის, არავინ წუხდება.
###
არის ხოლმე მომენტები, საკუთარი სახლიც გეუცხოება. მოიცვამ ქურთუკს, გადიხარ გარეთ, და გადამფრენი ფრინველივით, ვერ გაგიგია, სახლს ტოვებ, თუ უბრუნდები.
###
გზა ასე არის,- გრძელი და ვიწრო, და სამწუხაროდ, ადამიანი აღარ რგავს ხეებს, ამ გზის ნაპირას, სწორედ ამიტომ, მიყვება დარდი... მოუჩრდილებლად, შიშველი თავით, ადამიანი მზის გულზე დადის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. აუჰმ.. პირველი ორი განსაკუთრებით ^^ აუჰმ.. პირველი ორი განსაკუთრებით ^^
3. პირველი ორი ... მესამე რითმის გარეშე აჯობებს ++ პირველი ორი ... მესამე რითმის გარეშე აჯობებს ++
1. მე ასე მჯერა.- რაც მეტად გტკივა, უფრო ჩუმად ხარ... და სიყვარულიც ხშირ შემთხვევაში, ხმადაგუდული ტკივილია- არავის ესმის, არავინ წუხდება.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მე ასე მჯერა.- რაც მეტად გტკივა, უფრო ჩუმად ხარ... და სიყვარულიც ხშირ შემთხვევაში, ხმადაგუდული ტკივილია- არავის ესმის, არავინ წუხდება.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|