 | ავტორი: ანნა მანიანი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 ნოემბერი, 2014 |
წავიდეთ, სადაც მზეა და ქარი მხოლოდ გახრუკული ქვიშის და ქვებზე გადატეხილი ტალღების სურნელს აფრქვევს წავიდეთ იქ სადაც არავინ გვკითხავს ვინ ვართ; ასე მარტივად, ასე უბრალოდ წვიმისგან პალმის ტოტები დაგვიცავს, ღამე ვარსკვლავები გვისაბნებენ. არ დაგვჭირდება ძვირადღირებული მანქანები, ნახევარი დილის სარკის წინ გატარება, საცობში წუწუნი, თავის მართლება დაგვიანებისას წესები, კანონები, რომელთაც ვარღვევთ და რომელთაც მხოლოდ იმიტომ ვქმნით, რომ იმაზე ცივილურები გამოვჩნდეთ ვიდრე ვართ. წავიდეთ, (ჩემი რუხი დღეები საყვედურით სავსე თვალებით მიმზერენ) იქ, სადაც არ იქნებიან დამპალი პოლიტიკოსები, რომლებსაც საკუთარი თავის მოტყუებაც კი უჭირთ, არათუ სხვების, სადაც არავინ იკამათებს მეზობლის მამიდაშვილის მულის ქმრის სექსუალურ ორიენტაციაზე, ბავშვები ქუჩებში არ იმათხოვრობენ, მოხუცები კი მუყაოს ყუთებში არ გაიყინებიან წავიდეთ იქ სადაც მზე იმდენად აცხუნებს შეუძლებელია მოღუშული სახით სიარული, წავიდეთ იქ სადაც უბოროტოდ გავუღიმებთ ერთმანეთს და არ ვიფიქრებთ იმაზე თუ რა იფიქრეს საუბრის ბოლოს, რა უნდა გვეთქვა, როგორ გვეთქვა, სწორად გვეთქვა; ასე უბრალოდ, ასე მარტივად არა ისე, როგორც უნდა, როგორც უნდათ, როგორც წესი; წავიდეთ... და არასოდეს დავბრუნდეთ. და ჩვენ ვნახავთ ცას რომელსაც დიდი ხანია გაუხამდა სილურჯე და ის კვლავ გახასხასდება ჩვენი ღიმილიანი მზერის დანახვისას ფოთლებიც მეტი სიმწვანით შეიმოსებიან და მდინარეებშიც წყალი შეეცდება იყოს უფრო სუფთა, რათა შიგნით თევზები არ დაიხოცონ; ჩვენ არასდროს ავაშენებთ ქარხნებს, არ დავუწყებთ ძებნას ნავთობს არ გავჩეხავთ ტყეებს და გავათავისუფლებთ გალიაში დამწყვდეულ ცხოველებს; ჩვენ არასდროს შეგვეშნდება ერთმანეთის და ერთ დილას მზის მცხუნვარებით დამუხტულები შევერწყმებით ოკეანეს და იქამდე ვიცურებთ , სანამ მკლავებში ძალა და წინ სივრცეში ჰორიზონტი გვეყოფა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჩვენ წავალთ ანიტ იქ ;))) ჩვენ წავალთ ანიტ იქ ;)))
2. წავიდეთ იქ სადაც მზე იმდენად აცხუნებს შეუძლებელია მოღუშული სახით სიარული, წავიდეთ იქ სადაც უბოროტოდ გავუღიმებთ ერთმანეთს და არ ვიფიქრებთ იმაზე თუ რა იფიქრეს საუბრის ბოლოს...
რა კარგი იქნებოდა... ...მოდი, ავიბარგოთ აქედან. ავკრიფოთ ეს გათელილი ყოველდღიურობა, ერთ ოთახში გამოვკეტოთ და წავიდეთ!
+++ წავიდეთ იქ სადაც მზე იმდენად აცხუნებს შეუძლებელია მოღუშული სახით სიარული, წავიდეთ იქ სადაც უბოროტოდ გავუღიმებთ ერთმანეთს და არ ვიფიქრებთ იმაზე თუ რა იფიქრეს საუბრის ბოლოს...
რა კარგი იქნებოდა... ...მოდი, ავიბარგოთ აქედან. ავკრიფოთ ეს გათელილი ყოველდღიურობა, ერთ ოთახში გამოვკეტოთ და წავიდეთ!
+++
1. წამიყვანეთ...
წამიყვანეთ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|