 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 9 მარტი, 2017 |
დილა,მეჩეთში გაჰკივის მოლა, სხივებმა ცაზე ირაო შეკრეს, ისტორიაა არც ისე სწორი, რადგანაც ტკივილს ბრძოლების შემდეგ, სულ არაფერი არ მოჰკლებია, დამშეულ დღეებს სისხლი სწყურიათ, მთად აზიდული-გმირთა ძვლებია, და ნიავი კი მათი სულია, გავყურებ დარდით დაღლილ ჰორიზონტს, ორ მიწას შორის გაჩხერილ ყურეს, ერთ დროს ღმერთების ბუდე რომ იყო, ახლა ტურისტებს უხარებს გულებს, გავყურებ მტვერში გახვეულ სტამბულს, ზღაპრებად ქცეულ ყველა გმირობას, ხიდებს,ბარბითის სიმებად გაბმულს, მონატრებიათ-კონსტანტინოპლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიან კარგი ლექსია, უბრალოდ მოლა არ კივის ხოლმე :) ძალიან კარგი ლექსია, უბრალოდ მოლა არ კივის ხოლმე :)
3. ძალიან კარგი ლექსია, უბრალოდ მოლა არ კივის ხოლმე :) ძალიან კარგი ლექსია, უბრალოდ მოლა არ კივის ხოლმე :)
2. ანუ კონსტანტინოპლა ჰქვია სინამდვილეში იმას, რასაც ჩვენ კონსტანტინეპოლს ვეძახით?
არ ვიცოდი ანუ კონსტანტინოპლა ჰქვია სინამდვილეში იმას, რასაც ჩვენ კონსტანტინეპოლს ვეძახით?
არ ვიცოდი
1. სტამბული სხვა რაკურსით- მომეწონა, კარგი სახეებია.
"ისტანბულ ჰანიმ"- ეს ლექსი წაგიკითხავთ ? სტამბული სხვა რაკურსით- მომეწონა, კარგი სახეებია.
"ისტანბულ ჰანიმ"- ეს ლექსი წაგიკითხავთ ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|