 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 14 ნოემბერი, 2014 |
უკუსვლით (რედაქტირება) პოეზია 2010.03.18 ------------------------------------------------ შემოანგრიე ზურგით კარები. სიტყვები პირში შემომიფრინდნენ და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად . წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან და აეწყო და მედიდურად თაროზე დადგა კერამიკის ლურჯი ლარნაკი .
ოღონდ უკუსვლით ყველაფერი, ასე უკუსვლით!
,,შატალოზე,, ვარ. ზამთარია, ან ადრიანი გაზაფხული. ჩემი კანჭები უფრო ლურჯია, ვიდრე ხელში - - ბოლო რიგის ორი ბილეთი და იგვიანებს, ჩემი პირველი შეყვარებული... და ჩაუმალავს საყელოში გრძელი კისერი, ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია და უდარდელად ლაზღანდარობს სხვასკოლელებთან...
მაგრამ უკუსვლით, ყველაფერი ისევ უკუსვლით!
ჩემი მანქანა დამუხრუჭდა . ’’ყვითელზე’’ ვდგავარ. ქვაფენილიდან წამოხტა და გაიქცა კაცი..
მხოლოდ უკუსვლით ყველაფერი , ასე უკუსვლით!
ქვა-ღორღის მთიდან აივანზე ავფრიალდი და გამიმთელდა ჩემი ცხვირუკა.
მართლა უკუსვლით, ყველაფერი ისევ უკუსვლით!
ჩემკენ დაიძრნენ ახლობლები დაკარგულები, ცოცხლები, მკვდრები.
მაინც უკუსვლით ყველაფერი, ასე უკუსვლით!
გაქრა სისხლი და მზიან მინდორზე ახალამოსულ ბალახს წიწკნის თეთრი ბატკანი.
მორჩა, ვჩერდები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ლურჯი ლახვარი მაქციებისთვის + ლურჯი ლახვარი მაქციებისთვის +
12. ეს არის ლინკი, საიდანაც გადმოვიტანე ლექსი. ,,შეფასებებს,, თუ ჩაუყვებით! ვფიქრობ, საგულისხმო ინფორმაციას წააწყდებით. http://literatura.lit.ge/html/index.php?page=15&composition=35296 ეს არის ლინკი, საიდანაც გადმოვიტანე ლექსი. ,,შეფასებებს,, თუ ჩაუყვებით! ვფიქრობ, საგულისხმო ინფორმაციას წააწყდებით. http://literatura.lit.ge/html/index.php?page=15&composition=35296
11. რაც, მშვენივრად გამოგივიდათ! :)
რაც, მშვენივრად გამოგივიდათ! :)
10. მადლობა, ბექზა! :) ვიდრე Vიპოვიდი, უკვე დაგიდიათ. ამ ლექსის იდეა სწორედ კინომონტაჟის ტექნიკის პოეტურ ენაზე გადმოტანა იყო. ეს და კიდევ ერთი ლექსი, სათაურით ,,სინოპსისი" თითქმის ერთდროულად შეიქმნა პერიოდში, როცა ახლობელ კინოპროდიუსერს ერთ პროექტში ვეხმარებოდი და მომიხდა უფრო Aხლო მისცვლა კინოენასთან. მაშინ ,,ენიგმას" მაგ ჩანაწერს არ ვიცნობდი და პოეტმა ეკა ქევანიშვილმა Mომასმენინა. http://www.youtube.com/watch?v=-JpJjsHgYHA
მადლობა, ბექზა! :) ვიდრე Vიპოვიდი, უკვე დაგიდიათ. ამ ლექსის იდეა სწორედ კინომონტაჟის ტექნიკის პოეტურ ენაზე გადმოტანა იყო. ეს და კიდევ ერთი ლექსი, სათაურით ,,სინოპსისი" თითქმის ერთდროულად შეიქმნა პერიოდში, როცა ახლობელ კინოპროდიუსერს ერთ პროექტში ვეხმარებოდი და მომიხდა უფრო Aხლო მისცვლა კინოენასთან. მაშინ ,,ენიგმას" მაგ ჩანაწერს არ ვიცნობდი და პოეტმა ეკა ქევანიშვილმა Mომასმენინა. http://www.youtube.com/watch?v=-JpJjsHgYHA
9. https://www.youtube.com/watch?v=Rk_sAHh9s08 https://www.youtube.com/watch?v=Rk_sAHh9s08
8. კარგია, მომეწონა :) ენიგმას ერთი კომპოზიცია მოუხდებოდა ამას, ფონად, ხვდებით ალბათ, რომელიც :) კარგია, მომეწონა :) ენიგმას ერთი კომპოზიცია მოუხდებოდა ამას, ფონად, ხვდებით ალბათ, რომელიც :)
7. )))იდეის დონეზე თუ განვიხილავთ ცუდი ჩანაფიქრი არ არის მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბანალური და გაცვეთილი თემაა ზოგადად...რაც აქ წავიკითხე ამას პოეზიას ვერ დავარქმევ მე პირადად....
)))იდეის დონეზე თუ განვიხილავთ ცუდი ჩანაფიქრი არ არის მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბანალური და გაცვეთილი თემაა ზოგადად...რაც აქ წავიკითხე ამას პოეზიას ვერ დავარქმევ მე პირადად....
6. ოკ. ვეცდები მოვძებნო. ოკ. ვეცდები მოვძებნო.
5. საინტერესოა. მე არ მეგულება სილვიასთან. იქნებ უფრო ზუსტად გაგეხსენებინათ ან წყარო მიგეთითებინათ. საინტერესოა. მე არ მეგულება სილვიასთან. იქნებ უფრო ზუსტად გაგეხსენებინათ ან წყარო მიგეთითებინათ.
4. სილვია პლათს უნდა ჰქონდეს, როგორც მახსოვს. სილვია პლათს უნდა ჰქონდეს, როგორც მახსოვს.
3. მომეწონა ლექსი. ადრე ვაკეთებდით ურაკპარაკზე ასე: ერთი ავტორი დადებდა ლექსს და მერე სხვებიც, თუ ჰქონდათ მსგავს თემაზე დაწერილი (თუნდაც მარტო სათაურით) აქვეყნებდა ყველა და გამოგვდიოდა ერთგვარი ფესტივალი. მიხოს დროს იყო ეს, მოსულიშვილის. კარგი იქნება თუ ავაღორძინებთ ამ ტრადიციას. მომეწონა ლექსი. ადრე ვაკეთებდით ურაკპარაკზე ასე: ერთი ავტორი დადებდა ლექსს და მერე სხვებიც, თუ ჰქონდათ მსგავს თემაზე დაწერილი (თუნდაც მარტო სათაურით) აქვეყნებდა ყველა და გამოგვდიოდა ერთგვარი ფესტივალი. მიხოს დროს იყო ეს, მოსულიშვილის. კარგი იქნება თუ ავაღორძინებთ ამ ტრადიციას.
2. საინტერესოა, ნეტა ჩემამდე ვინმეს თუ მიუგნია ქართულ პოეზიაში ან უცხოურში ამ ფორმისათვის? იქნებ წყარო შემომაშველოთ. საინტერესოა, ნეტა ჩემამდე ვინმეს თუ მიუგნია ქართულ პოეზიაში ან უცხოურში ამ ფორმისათვის? იქნებ წყარო შემომაშველოთ.
1. არა, არ იცოდა ამის არსებობა! :) არა, არ იცოდა ამის არსებობა! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|